ეკონომიკა

აპრილში ეკონომიკური ზრდის ტემპი მნიშნელოვნად შენელდა

თბილისი (BPI) – აპრილში ეკონომიკური ზრდის ტემპი მნიშნელოვნად შენელდა. “საქსტატის” წინასწარი მონაცემებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის აპრილში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 2,1%-ით განისაზღვრა. სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წლის I კვარტალის საშუალო რეალურმა ზრდამ 5% პროცენტი, 2017 წლის იანვარ-აპრილში კი 4,2% შეადგინა.

Read More »

ქუმსიშვილი: „ვატელის“ უნივერსიტეტი საქართველოში კვალიფიციურ მენეჯერებს მოამზადებს

თბილისი (BPI) – „ვატელის“ ბიზნეს სკოლის შემოსვლა საქართველოში მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაშიც იქნება შესაძლებელი, ძალიან მაღალი კვალიფიკაციის მენეჯერების მომზადება, რომლებიც შეძლებენ, რომ სამართავად ჩაიბარონ სასტუმროები, რესტორნები და ტურიზმის სხვა მიმართულების ობიექტები,“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „ვატელის“ ტურიზმის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზენტაციაზე, რომელიც ტექნოპარკში გაიმართა. პრეზენტაციას დაესწრნენ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე-პრემიერი, განათლებისა ...

Read More »

მილიარდობით დოლარი შემოდის, ქვეყანა კი მაინც კრიზისშია

თბილისი (BPI) – “ინვესტიციები ხვდება მცირე ჯგუფის ხელში და ამით ხალხი სარგებელს ვერ იღებს” ინვესტიციების ზრდა ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე ოდნავადაც არ მოქმედებს. ზედიზედ რამდენიმე წელია, ინვესტიციები ქვეყანაში 1,5-1,7 მილიარდის ფარგლებშია, თუმცა იმის გამო, რომ მთელი ეს თანხა ადამიანების მცირე ჯგუფის ხელშია, ქვეყანა და მოსახლეობა სარგებელს ვერ იღებს. ამის მიზეზად სპეციალისტები შემოსავლების განაწილების არსებულ გეგმას მიიჩნევენ. ხალხი კვლავ გაჭირვებაში ცხოვრობს და ფინანსური ...

Read More »

26 მაისს, საქართველოს რკინიგზამ მგზავრებს განსაკუთრებული სიურპრიები მოუმზადა

26 მაისს, საქართველოს რკინიგზამ, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მგზავრებს განსაკუთრებული სიურპრიები მოუმზადა. იმ ადამიანებმა, რომლებმაც მგზავრობა სწორედ 26 მაისს გადაწყვიტეს, მატარებლებში სხვადასხვა სახის საჩუქრები მიიღეს. სპეციალურად   ამ დღისათვის   მოწვეულმა კონსულტანტებმა მატარებლებში ვიქტორინები გაათამაშეს. გამარჯვებულებმა  სამახსოვრო პრიზები მიიღეს. ყველა მატარებლებში დაჯილდოვდნენ გამორჩეული მგზავრები, რომლებმაც წლის განმავლობაში ყველაზე ხშირად იმგზავრეს. აღსანიშნავია   ის,   რომ   სწორედ 26 მაისს, თბილისი-ბათუმის მატარებელში აღმოჩნდა ის მგზავრი, რომელსაც წლის ...

Read More »

დიმიტრი ქუმსიშვილი: ეს არის გზავნილი საქართველოსთვის, რომ ნატოს კარი ღიაა

ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნატოს საპარლამენტყო ასამბლეის ჩატარება საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანია ის გზავნილები, რომელიცვ ამ ტრიბუნიდან გაჟღერდა, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელმაც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის პლენარულ სხდომაში მონაწილეობა მიიღო. „ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დეკლარაციის ტექსტი, რომელშიც ძალიან ნათლად და პირდაპირ არის ნახსენები, თუ რა გამოწვევები აქვს საქართველოს და საით მიისწრაფვის. მინდა აღვნიშნო, რომ მაშინ როდესაც, ჩვენი ...

Read More »

საქართველო-ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობა – ახალი შესაძლებლობა თუ ფაქტი, რომელიც რისკებს შეიცავს?

თბილისი (BPI) – საქართველო–ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობა – ახალი ეკონომიკური შესაძლებლობა თუ ფაქტი, რომელიც დიდ რისკებს შეიცავს? საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ხელი  მიმდინარე წლის 13 მაისს  მოეწერა, შედეგად, ქვეყანას 1,4 მილიარდი მომხმარებლის ბაზარი გაეხსნა. ამ თემაზე სტატიას აქვყენებს Caucasus Business Week-ი. საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გამარტივების შემდეგ, შესაძლოა, ქართული ბაზარი ჩინური პროდუქციის რაოდენობა მკვეთრად გაიზარდოს. ახალ ...

Read More »

საქართველო-თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები წლის ბოლომდე დასრულდება

თბილისი (BPI) – საქართველოსა და თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფართოებაზე მოლაპარაკებები წლის ბოლომდე დასრულდება. „რაც შეეხება თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობის ინტენსიფიკაციას, ახალი პროდუქტების ბაზარზე გატანას და მომსახურების სექტორს, მოლაპარაკებები ამ მიმართულებით, აღნიშნული ხელშეკრულების ჩარჩოებში, წლის ბოლომდე დასრულდება”, – განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში თურქეთის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. ბინალი ილდირიმის თქმით,  დღესვე გაფორმდა სამართლებრივი დახმარების დოკუმენტები და შეთანხმება, 2017-2020 წლებისთვის კულტურულ სფეროში თანამშრომლობის თემაზე. ...

Read More »

უმუშევრობის პრობლემა საქართველოში

თბილისი (BPI) – სოციალური კვლევებით უფრო მეტი ადამიანი მიიჩნევს თავს დაუსაქმებლად ვიდრე ეს ოფიციალური მონაცემებით არის დადგენილი ბოლო წლებში უმუშევრობა საქართველოში ნომერ პირველი პრობლემაა. სოციალური გამოკითხვებით, დასაქმების პრობლემამ უკვე დიდი ხანია გადაასწრო ქვეყნისთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, თუ ფასების ზრდა. ოფიციალური ინფორმაციით 2015 წლის მონაცემებით (უახლოესი ხელმისაწვდომი) საქართველოში უმუშევრობის დონე 12%-ია. თუმცა სოციალური კვლევებით თავს დასაქმებილად გამოკითხულთა ნახევარიც ...

Read More »

მთავრობა გაკოტრების კანონმდებლობაში ცვლილებებს აანონსებს

თბილისი(BPI) – ფინანსთა მინისტრის მოადგილემ  სსფ-ის შეხვედრაზე გაკოტრების კანონმდებლობაში ცვლილებები დაანონსა. ნიკოლოზ გაგუამ  განაცხადა,  რომ მიზანი რეაბილიტაციის პროცესის  წახალისებაა. მან  გაკოტრების საქმის წარმოების  ოფიციალური სტატისტიკა მოიხმო, აღნიშნა, რომ  გადახდისუუნარიანობის პროცესი სამწუხაროდ უმეტესად  გაკოტრებით სრულდება. კანონმდებლობის  გადაწყობის მიზანიც სწორედ გაკოტრების თავიდან აცილებაა და  რეაბილიტაციის  რეჟიმისთვის მეტი შესაძლებლობის მიცემა. კანონის საბოლოო ვერსია წლის ბოლოსთვის იქნება მზად. ფინანსთა მინისტრის  დაუგეგმავი გამოსვლა   საკონსტიტუციო ცვლილებების ...

Read More »

პრემიერი: ჩინეთიდან ინვესტიციების მოსაზიდად საინტერესო შესაძლებლობები იქმნება

თბილისი (BPI) – პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების მნიშვნელობაზე ისაუბრა, აღნიშნა, რომ ამით საქართველოსთვის ახალი შესაძლებლობები იქმნება. “ჩინეთთან ხელი მოვაწერეთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას. ეს არის მნიშვნელოვანი ახალი კარი, რომელიც გაიღო საქართველოს საექსპორტო პოტენციალისა და ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების განვითარების მიმართულებით და საქართველო თანდათან იბრუნებს იმ გეოსტრატეგიულ ფუნქციას, რომელიც მას ისტორიულად გააჩნდა. ეს არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც ...

Read More »