იმპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა, წლიურ ჭრილში კი შემცირდა

იმპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.8 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზე გვაქვს ინდექსის 13.2 პროცენტიანი კლება.
წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ფასები 13.8 პროცენტით შემცირდა სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციის ჯგუფზე. დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასების 13.4 პროცენტიანი კლება ფიქსირდება, ხოლო ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე – ფასების 87.1 პროცენტიანი კლება. რაც შეეხება წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფს, სახეზე გვაქვს ფასების 21.1 პროცენტიანი ზრდა.

სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ჯამური ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.05 პროცენტით. აღნიშნულ პერიოდში სხვა სატელეკომუნიკაციო მომსახურების ჯგუფზე ფასები გაიზარდა 1.3 პროცენტით.
წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ჯამური ინდექსი გაიზარდა 2.3 პროცენტით.
აღნიშნულ პერიოდში სადენიან სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე ფასები გაიზარდა 3.6 პროცენტით, ხოლო სხვა სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე ფასები შემცირდა 0.3 პროცენტით.

შემთხვევითი სიახლე

სემეკის გადაწყვეტილებებით, 8 თვეში, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებზე 456 ათას ლარზე მეტი კომპენსაცია გაიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის(სემეკ) მიერ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში დადგენილი …