საქართველო, როგორც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი, ჩართულია „მწვანე წყალბადის“ ტექნოლოგიის განვითარების პროცესში – რომეო მიქაუტაძე

„საქართველო, როგორც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი, ჩართულია „მწვანე წყალბადის“ პროექტის განვითარების პროცესში. ჩვენ არა მხოლოდ ვსწავლობთ ქვეყანაში აღნიშნული ტექნოლოგიური სიახლის დანერგვის შესაძლებლობას და ვეცნობით წარმატებულ მაგალითებს, არამედ ვიწყებთ საპილოტე პროექტს. დიდი მადლობა მინდა გავუხადო გერმანიის მთავრობას, რომელიც გვეხმარება მწვანე წყალბადის მოხმარების განვითარებაში,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ, რომელიც გერმანიის დედაქალაქ ბერლინში მწვანე წყალბადის მოხმარების განვითარების შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერას დაესწრო.

ხელმოწერა განვითარების შესახებ გერმანია – საქართველოს მთავრობათაშორისი მოლაპარაკებების ფარგლებში გაიმართა. შეთანხმება მწვანე წყალბადის მოხმარების განვითარებისა და აღნიშნულთან დაკავშირებული მოსამზადებელი ღონისძიებებისათვის 1,3 მილიონი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ენერგეტიკის სექტორის დირექტორმა ბოდო შმიულინგმა.

შეთანხმების თანახმად, ჩატარდება მოსამზადებელი სამუშაოები „მწვანე წყალბადის“ ტექნოლოგიის დასანერგად საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების, პროექტირების, გარემოზე ზემოქმედების ანგარიშებისა და შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივების პროექტის იმპლემენტაციის მიზნით. განისაზღვრა, რომ ერთობლივი ძალისხმევით განავითარონ როგორც მწვანე წყალბადის საპილოტე საწარმო, ასევე მისი სრული ღირებულებითი ჯაჭვი.

 

 

 

 

 

შემთხვევითი სიახლე

აპლიკაცია, რომელიც გეხმარება დაუკავშირდე ყველას, ნებისმიერ ადგილზე: Rakuten Viber-ის 7 საოცარი ფუნქცია, რომელიც შესაძლოა აქამდე არ გამოგიყენებია

Rakuten Viber, ეს არის გლობალური, უსაფრთხო საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომელიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანს აკავშირებს …