Skybar-ი 19 000 კვ/მ-ზე, 25 მეტრიანი საცურაო აუზი მოძრავი სახურავით – როგორი იქნება სასტუმრო Pullman-ი

თბილისი (BPI) – 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო Pullman, რომელიც AXIS TOWERS-ში განთავსდება, 226 ნომერი იქნება. 19 000 კვ მეტრზე განთავსდება Skybar-ი. სასტუმროში იქნება 25 მეტრიანი საცურაო აუზი მოძრავი სახურავით და სპა ცენტრით, რესტორანი, ბარები, ასევე ერთ-ერთი ყველაზე დიდი საკონფერენციო დარბაზი ქალაქის ცენტრში, სათათბირო ოთახები და სხვა მრავალფეროვანი სივრცეები.

სასტუმრო ACOOR-ჯგუფში შედის, მასში გაერთიანებულია 20-მდე ბრენდი, რომელიც გათვლილია სხვადასხვა კლასზე, მათ შორის Luxury და Premium სეგმენტზე. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია • Georgian National Tourism Administration-ს ფოტო.


აქსისთაუერსის მშენებლობა თანაინვესტირების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება, პროექტის საერთო ინვესტიცია $92 მლნ-ია.

მშენებარე სასტუმრო დაათვალიერეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვირივიშვილმა, ტურიზმისა და უძრავი ქონების სექტორებში თანაინვესტირების ფონდის მმართველმა დირექტორმა ცოტნე ებრალიძემ და აქსისის Hospality-ის დირექტორმა გიორგი სამგულიანმა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია • Georgian National Tourism Administration-ს ფოტო.

“ძალიან კარგი პროექტი, რომელიც ტურიზმის განავითარებისთვის იქნება ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა, ქვეყანას ემატება 226 სასტუმრო ნომერი, რომელიც საშუალოდ უმასპინძლებს 400 ადამიანს. სასტუმროს საკონფერენციო დარბაზი კი შეძლებს ათასამდე ადამიანის მიღებას, რაც თავის მხრივ პირდაპირ პროპორციულია საქმიანი ტურიზმის განვითარებისთვის.”-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია • Georgian National Tourism Administration-ს ფოტო.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია • Georgian National Tourism Administration-ს ფოტო.


შემთხვევითი სიახლე

რაზე იმსჯელეს სემეკის საჯარო სხდომაზე

კომისიის საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც შეეხებოდა ელექტროენერგეტიკის სექტორის სხვადასხვა მარეგულირებელი აქტების …