რომელი ქვეყნების ღვინო ფასობს ძვირად?

თბილისი (BPI) – American Association Of Wine Economists-ის (AAWE) ინფორმაციის მიხედვით, 2014-2016 წლებში ექსპორტზე გატანილი 1 ლიტრი ღვინის საშუალო ღირებულებით საქართველო მსოფლიოში მე-5 ადგილს იკავებს. forbes.ge-ს ცნობით, “ღვინის ეკონომისტების ამერიკული ასოციაცია” პრესტიჟული ამერიკული ორგანიზაციაა და მის მიერ შედგენილი რეიტინგით პირველ ადგილს საფრანგეთი იკავებს. ღვინის საექსპორტო საშუალო ფასი განსხვავდება საექსპორტო ბაზრების მიხედვითაც და ყველა ქვეყანაში ერთსა და იმავე ნიშნულზე არ არის. AAWE-ს მონაცემებისგან მცირედით განსხვავდება ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემები. რაოდენობრივად ქართული ღვინისთვის რეკორდული წელი 2017 იყო, თუმცა ექსპორტისგან მიღებულმა შემოსავალმა მაქსიმალურ ნიშნულს 2014 წელს – რუსული ემბარგოს მოხსნიდან ერთ წელიწადში მიაღწია. 2006 წლის ემბარგომდე ქართული ღვინისთვის მთავარი საექსპორტო ბაზარი მხოლოდ რუსეთი იყო, ემბარგოს შემდეგ კი მწარმოებლებმა ბაზრების დივერსიფიკაცია დაიწყეს.

forbes.ge წერს: ჩანს, რუსულმა ემბარგომ ქართული ღვინის ხარისხი მნიშვნელოვნად გაზარდა, რადგან საშუალო საექსპორტო ფასი მალევე თითქმის გაორმაგდა. მიუხედავად იმისა, რომ საექსპორტო ბაზრების რაოდენობა გაიზარდა და მსოფლიოს 55 ქვეყანას გადასცდა, დღესაც, ემბარგოს მოხსნის შემდეგ, ქართული ღვინის მთავარი შემსყიდველი რუსეთია (2018 წლის 11 თვეში მთლიანი ექსპორტის 61%). შედეგიც აშკარაა: ღვინის ექსპორტის ზრდას კი საშუალო საექსპორტო ფასის ანალოგიური ზრდა აღარ მოჰყოლია.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …