New York Times-ის 52 რჩეულ ადგილს შორის, რომელსაც წელს უნდა ესტუმრო, ბათუმი მოხვდა

თბილისი (BPI) – New York Times-მა რეიტინგში – 52 ადგილი, სადაც 2019 წელს უნდა წახვიდე – საქართველო, კერძოდ კი ბათუმი შეიყვანა.

ცნობილი გამოცემა წერს, რომ საქართველოს დედაქალაქი თბილისი მომხიბლავია და ბოლო პერიოდში ტურისტების დიდი რაოდენობა მიიზიდა. ზღვისპირა ქალაქი ბათუმი, სადაც მწვანე მთების მერე შავი ზღვის გლუვი ქვების სანაპირო იწყება, სულ სხვა გამოცდილებაა. ის უკვე იქცა პოპულარული თავშეფარების ადგილად რუსების, ირანელების, თურქებისა თუ ისრაელთათვის, ქალაქი ემზადება მსოფლიოს თავი შეუცვლელ აღმოჩენად წარუდგინოს.

გამოცემა წერს ბათუმში გახსნილ ახლი სასტუმროებზე, ასევე აღნიშნავს, რომ მეღვინეობა მეორე მხარეა, ახსენებს BQ Wine Bar-ს, ყარალაშვილების ღვინის მარანს.

50 ადგილს შორის ბათუმი 34-ე ადგილზეა. რეიოტინგში პირველ სამ ადგილზეა პურტო რიკო, ჰამპი (ინდოეთი), სანტა ბარბარა.

შემთხვევითი სიახლე

“არ ველოდებით, რომ მომხმარებელს ხარჯი მნიშვნელოვნად გაეზრდება” – დავით ნარმანია ირიგაციის სექტორში ტარიფების ცვლილებაზე

2024 წლიდან სემეკი მელიორაციის სექტორის რეგულირებას იწყებს. აღნიშნულ პროცესში სემეკის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია-მოვალეობა ტარიფების შემუშავების …