მსოფლიოში ყველაზე პუნქტუალური პატარა აეროპორტის სტატუსი მინსკის აეროპორტმა მოიპოვა

თბილისი (BPI) – მსოფლიოში ყველაზე პუნქტუალური პატარა აეროპორტის სტატუსი მინსკის (Minsk) აეროპორტმა მოიპოვა. ანალიტიკური კომპანია OAG, რომელმაც რეიტინგი შეადგინა, მინსკის აეროპორტს პუნქტუალური პატარა აეროპორტების ლიგაში მოხვედრას ულოცავს.

აღსანიშნავია, რომ მინსკის აეროპორტი რეიტინგში 92,35%-იანი ნიშნულითმოხვდა.

მეორე ადგილზეა აბჰას აეროპორტი (Abha, საუდის არაბეთი), მესამეზე კი სან-ხოსეს აეროპორტი (San Jose Cabo, მექსიკა)

რეიტინგის მიხედვით, მნიშვნელოვნად დაწინაურდა ბრაზილიის პატარა აეროპორტები, მაგალითად, კურიტიბას (Curitiba) აეროპორტმა შარშანდელი 14-ე ადგილიდან მე-4 ადგილზე გადმოინაცვლა; ფორტალეზას (Fortaleza) აეროპორტმა კი 24-ედან მე-8-ზე, სალვადორი (Salvador) კი რეიტინგში 27-ე ადგილიდან მე-13 ადგილზე მოხვდა.

სამაგიეროდ, შარშანდელი პირველადგილოსანი ტენერიფე ნორსი (Tenerife North) რეიტინგში მე-5 ადგილზე ჩამოქვეითდა; მე-2-დან 16-ე ადგილზე გადმოინაცვლა ჰანოვერმა (Hannover),  ბერგენმა (Bergen) კი მე-8-დან მე-17-ზე.

ანალიტიკური კომპანია OAG-ის რეიტინგში 20 პატარა აეროპორტი ჩაფრენისადა გაფრენის დროის მიხედვით მოხვდა. შეირჩა ისეთი აეროპორტები, სადაც დაგეგმილი ჩაფრენა-გაფრენის გრაფიკი 15 წუთს არ სცდებოდა.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …