J.P. Morgan: ნავთობისა და გაზის კორპორაცია ბაზარზე ყველაზე მაღალი სანდოობით სარგებლობს

თბილისი (BPI) – J.P. Morgan-ის ანგარიშის (CEEMEA Credit Research) თანახმად, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ ევროობლიგაციების გამომშვებ ქართულ კომპანიებს შორის ყველაზე მაღალი სანდოობით გამოირჩევა.

J.P. Morgan-ის ვიზიტის ფარგლებში, რომელიც საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ევროობლიგაციების ემიტენტი ქართული კომპანიების ფინანსური მდგომარეობის, საქმიანობის შედეგებისა და სამომავალო პერსპექტივების შესწავლას ეხებოდა, გაიმართა სამუშო შეხვედრები ევროობლიგაციების ემიტენტი ქართული კომპანიების, საქართველოს მთავრობის, კორპორატიული და საბანკო სექტორების წარმომადგენლებთან.

J.P. Morgan-ის ანგარიშის თანახმად, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მაღალი სანდოობა სხვა ფაქტორებთან ერთად ბიზნესის დივერსიფიკაციისაკენ მიმართული პოლიტიკით, გარანტირებული უკუგების შიდა განაკვეთზე (IRR) ორიენტირებული საინვესტიციო პროექტებით და სავალუტო რისკების დაზღვევის სახელშეკრულებო მექანიზმების გამოყენებით არის განპირობებული.

J.P. Morgan-ი მიუთითებს, რომ 2019 წლის ბოლოს „გარდაბანი 2“-ის თბოელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვებას შედეგად მოჰყვება კორპორაციის შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა, რაც კორპორაციის ფინანსურ სტაბილურობას შეუწყობს ხელს.

J.P. Morgan ვარაუდით, 2020 წლისთვის კორპორაციის კუთვნილი თბოელექტროსადგურების წილი საოპერაციო მოგებაში (EBITDA) 75%-მდე გაიზრდება.

J.P. Morgan-ი ასევე მიუთითებს, რომ სასესხო ვალდებულებების კორპორაციის მოგებასთან შეფარდების კოეფიციენტის („net leverage”) მერყეობა, რომელსაც იწვევს მიმდინარე და სამომავლო პროექტებში კორპორაციის მიერ განსახორციელებული მსხვილი ინვესტიციები, დასტაბილურდება 2020 წლისთვის, განხორციელებული პროექტებიდან მიღებული შემოსავლების ხარჯზე.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …