IS-მა IQOS-ისთვის განკუთვნილი 2,230 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი ამოიღო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული, დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა – გადაზიდვის  სამი  ფაქტი გამოავლინეს.

საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქალაქ თბილისში, დანაშაულში მხილებული პირებისაგან ამოღებულია ე.წ. ელექტრო სიგარეტის IQOS-ისთვის განკუთვნილი „HEETS“-ის ფირმის 2 230 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 13 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

შემთხვევითი სიახლე

ნათია თურნავა ვაქცინის ბუსტერ-დოზით საწარმო “რუსთავის აზოტის” თანამშრომლებთან ერთად აიცრა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს კორონა-ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ-დოზით რუსთავის კლინიკაში, საწარმო „რუსთავის აზოტის“ …