IATA-მ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ავიაკომპანიები დაასახელა

თბილისი (BPI) – მსოფლიოს უმსხვილეს ავიაკომპანიად, 2018 წლის განმავლობაში განხორციელებული რეგულარული ავიარეისებითა და გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით American Airlines-ი დასახელდა. აღნიშნულის შესახებ საუბარია საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) კვლევაში.

რეიტინგში მეორე ადგილზეა ასევე ამერიკული ავიაკომპანია Delta Air Lines-ი, ხოლო მესამეზე United Airlines-ი.

შესრულებული ავიარეისებისა და გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით, IATA-ს რეიტინგში მეოთხე პოზიციაზეა Emirates-ი. TOP-5-შია ასევე ავიაკომპანია Southwest Airlines-ი.

IATA-ს მონაცემებითვე, ავიამგზავრების რაოდენობა მსოფლიოში გაიზარდა. 2018 წელს მსოფლიოს ავიაკომპანიები 4.4 მლრდ მგზავრს მოემსახურნენ, რაც 6.9%-ით მეტია 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

შეგახსენებთ, რომ იანვარში კორპორაცია Lufthansa Group-იმსოფლიოში ყველაზე მოთხოვნად კომპანიას დაასახელეს, რადგანაც 2018 წელს ის 142 მლნ მგზავრს მოემსახურა და ახალი რეკორდიც დაამყარა. ავიაკომპანიებმა, რომლებიც Lufthansa Group-ში შედიან 2018 წელს 1 მლნ-ზე მეტი რეისი განახორციელეს. Lufthansa Group-ის დატვირთულობის კოეფიციენტმა კი 80%-ს გადააჭარბა.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …