ღვინის სუნი – იაგოს ჩინური ღვინო ჩარდახიდან

თბილისი (BPI) – გამოცდილი სომელიეები გვირჩევენ: როდესაც თეთრი ღვინის დაგემოვნებას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ ჭიქაში ჩასხმის შემდეგ, ღვინოს სინათლეზე ან თეთრი ფურცლის ფონზე გახედოთ. თუ ღვინის შეფერილობა  ქარვისფერია ესე იგი ღვინო ახალია. ფაქიზად დაატრიალეთ ჭიქა და დაყნოსვამდე შეისუნთქეთ ჰაერი. ეს ყოველივე დაგეხმარებათ შეიგრძნოთ ნამდვილი ღვინის გემო.

No automatic alt text available.

ჩინური ვაზის ჯიშია, რომელიც შიდა ქართლის ყველა რაიონში იყო გავრცელებული, თუმცა ისტორიულად ცნობილია, რომ მის ვენახებს განსაკუთრებით დიდ ფართობზე გორელი და  კასპელი გლეხები აშენებდნენ. დღესდღეობით კი ვაზის ეს ჯიში ერთ-ერთი იშვიათი და ძნელად საპოვნელია. ალბათ ბევრმა არ იცის, რომ თბილისთან ახლოს, სოფელ ჩარდახში არის ადგილი, სადაც აწარმოებენ ღვინოს ჩინურისაგან, რომელიც საბოლოოდ, მსოფლოს სხვადახვა ქვეყანაში ექსპორტზე გააქვთ.

სოფელი ჩარდახი მცხეთის რაიონში მდებარეობს, აქ მოხვედრილი ადამიანი აუცილებლად შენიშნავს აბრას სახელწოდებით „იაგოს ღვინო,“ რომელიც გზის გადასახვევთანაა ჩამოკიდებული და ძირითადად ტურისტებისთვისაა განკუთვნილი. სოფელი არც თუ ისე დიდია, ამიტომ იმის შანსი რომ იაგოს ვერ მიაგნოთ თითქმის გამორიცხულია.  პატარა ბავშვიც კი, მარტივად მიგასწავლით უსწორმასწორო გზას, რომელსაც ულამაზეს ადგილთან მიყავხართ.

ცნობა  არ გაგიჭირდებათ… განსაკუთრებით მაშინ თუ ტურისტებისთვის განკუთვნილ დიდ სამოგზაურო ავტობუსს გადააწყდებით, ეს აქ იშვიათობა ნამდვილად არ არის და თქვენც შეგიძლიათ ჩათვალოთ რომ სწორად მოხვედით.

ინტერვიუს ჩასაწერდ მისულს სულაც არ გამკვირვებია, როდესაც იაგო ბიტარიშვილი ტურისტების ჯგუფს მცირე ექსკურსს უტარებდა მარანში. დრო ვიხელთე და ვიდრე რესპოდენტი ჩემთვის მოიცლიდა საგულდაგულოდ დავათვარიელე მარანი.

იაგო ბიტარიშვლი უკვე 18 წელია რაც ამ საქმითაა დაკავებული და ამ სფეროში დიდი პოპულარობითაც სარგებლობს. მის ეზოში შესვლისთანავე იგრძნობა, რომ აქ როდესღაც გადაწყვიტეს წინაპრების საქმე გაეგრძელებინათ, გარემო ზუსტად ისეთია, როგორიც მხოლოდ  ძველ ქართულ ფილმებში გვინახავს, ეზოში გაშენებული ვაზის რამდენიმე რიგი, მის ძირში კი სხვადასხვა ზომის ქვევრები, რომელზეც თეთრად თარიღებია დატანილი, მეცხვარე ძაღლსაც მარტივად შენიშნავთ, ისიც სტუმართმოყვარეა. ამ ყველაფრის ფონზე თანამედროვეობასთან მორგებული ინტერიერი  იპყრობს დამთვარელებლის ყურადღბას, ღია  ვერანდა, რომელიც ძირითადად ლურჯ და ჭრელ ფერებშია გადაწყვეტილი. აქ ყოველი კუთხე ხელოვნების ნიმუშია, რომელზეც  ბევრი უფიქრიათ.

მარანში ღვინის განსხვავებული სუნია, სხვადახვა წლის მიხედვით ჩალაგებული ბოთლები, ქართული ტრადიციული სასმისები და საწნახელიც კი… იატაკში ამოღებული ქვევრები სადაც ღვინო ინახება და ამ ყველაფრს ფონზე  სტუმარი ტურისტების მიერ აჭრელებული თეთრი  კედლები, სხვადასხვა ენაზე, სხვადასხვა ფერში მათი შთაბეჭდილებებია აღწერილი.

Image may contain: 3 people, people sittingამასობაში იაგომაც გააცილა ტურისტთა ჯგუფი, მოიცალა ჩემთის და ინტერვიუს ჩაწერაც დავიწყეთ. ძალზედ თავმდაბალია, ერთი შეხედვით ვერც იფიქრებ რომ ეს ის იაგოა, რომელსაც მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში  გააქვს ღვინო და  არაერთი ჯილდოც აქვს მიღებული. ამბობს, წინაპრების საქმეს მოჰკიდა ხელი და ეს არის მემკვიდრეობა, რომელსაც აგრძელებს.
მთავარი მოტივაცია, რის გამოც იაგო ჩინურს აწარმოებს ეს  ჩარდახია, სადაც ტრადიციულად ჩინური ერთ-ერთი წამყვანი ვაზის ჯიში იყო. მიუხედავად იმისა რომ 150 წლის წინათ სხვადასხვა დაავადებებმა, როგორიც იყო ჭრაქი, ნაცარა და ფილოქსერა, ჩინურის რიცხვი საგრძნობლად შეამცირა, ვაზმა დღემდე შეძლო მოღწევა.

ჩინურზე შეუძლია დაუსრულებლად გესაუბროს, მარტივად შეატყობთ რომ უყვარს საქმე რომელსაც აკეთებს.

„დამახასიათბელი ინდივიდუალური ნიშა რაც აქვს ჩინურს –  ყველა ყურძენს განსხვავებული ფერი გემო და არმოატი აქვს. შესაბამისად სხვადასხვა ტიპის ღვინოები დგება. წარსულიდან გავრცელებული იყო ატენური, რომელიც  ჩინურის ყურძნისგან მზადდებოდა. ხალისიანი მჩქეფარე ღვინო ჩინური შამპანიურებში, ცქრიალა ღვინოებში გამოიყენებოდა, არის მსუბუქი ჰარმონიული გემოთი, მაღალი სიმჟავით, რომელიც ძალიან კარგია მსგავსი ტიპის ღვინოებსათვის. დაყენების მეთოდი დამოკიდებულია თავად ყურძენეზე იმისთვის რომ იყოს გამორჩეული აუცილებელია იყოს განსხვავებული სიმწიფის, განსხვავებული ადგილიდან და  ა. შ“

ღვინის დაყენება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. ჩვეულებრივ, ყურძენი 14 ოქტომრრიდან მარტის ბოლოდე ქვევრშია. მანამდე კი მიდის მთელი რიგი ოპერაციები: მორევა, დუღილი, და სხვა… როდესაც   ჭაჭა დაბლა ჩავა და ღვინო ამოვა, სწორედ მაშინ ხდება ღვინის ქვევრიდან ამოღებაც.

„იაგოს ღვინო“ პირველად 2000-იან  წლებში გამოჩნდა, როდესაც მარნის მშენებლობა დაიწყო. ყველაფერი ორი ქვევრით, მცირე მარნით და ვაზის სიყვარულით დაიწყო, რასაც თან დიდი მონდომებაც  ახლდა. ახსოვს რომ პირველი ქვევრი როდესაც შეიძინა ბაზარზე არასახარბიელო სიტუაცია იყო. მეთუნეობა, რომელიც ქვევრების დამზადების ხელოვნებაა, თითქმის დავიწყებას ეცემოდა. მეთუნეები ძალიან მოხუცები იყვნენ მათ შვილებს კი არ ჰქონდათ სურვილი გაეგრძელებინათ ეს საქმიანობა, თუმცა დროსთან ერთად ესეც შეიცვალა და დღეს ბევრი ახალგაზრდა ეუფლება ამ ხელობას.

იაგოს მარანში ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. ვინაიდან სოფელს უჭირს, არ არის სამუშაო ადგილებიც, ამიტომ  ეს მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა.  სოფელს არ აქვს სარწყავი წყალი, რაც დამატებით პრობლემას ქმნის.

იაგოს დედა, ქალბატონი მზექალა ჩეკურაშვილი მარანის ერთგული თანამშრომელია, რომელიც აქ მოსულ ტურისტებს  ქართული, ტრადიციული სამზარეულოთი უმასპინძლდება. კერძებს ძველი, მამა-პაპისეული რეცეპტებით ამზადებს და სტუმრების დიდ მოწონებასაც იმსახურებს.
თავად 2004 წლიდან აქ მუშაობს და აკეთებს ყველაფერს, რაც მასზეა დამოკიდებული, ვინაიდან ეს საქმე  ჯერ კიდევ იაგოს ბაბუას დაუწყია, მათთვის ამ ადგილსაც დიდი მნიშვნელობა აქვს.
კითხვაზე, თუ რამდენად ელოდა მსგავს წარმატებას, იაგო პასუხობს რომ წარმოება დიდი არც დღეს აქვს.

„მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არ გავფართოვდეთ და რაც შეიძლება მეტი ვაწარმოოთ… ვაწარმოებთ იმდენს რამდენიც შეგვიძლია. რამდენიც ჩვენ გვანიჭებს სიამოვნებას. რაც შეეხება წარმატებას, არ ვიცი რამდენად წარმატებული ვართ, ჩვენ ვცდლობთ, ყოველ სასიამოვნო გამოხმაურებაზე უფრო მეტი ენერგიით გავაგრძელოთ მუშაობა, ვინაიდან თუ რამე წარმატება გვაქვს, ეს მხოლოდ და მხოლოდ ის დიდი და  გრძელვადიანი შრომის შედეგია, რომელიც 18 წელს ითვლის.

იქიდან გამომდინარე, რომ „იაგოს ღვინო“ მხოლოდ უცხოური ბაზრისთვისაა განკუთვნილი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მას კარგად იცნობენ. სოფელი ჩარდახი ყოველდღიურად ტურისტების რამდენიმე ჯგუფს მასპინძლობს, თუმცა ყვველამ იცის, რომ პირველი და ბოლო გაჩერებაც მხოლოდ იაგოს მარანი იქნება. თავად ამბობს, რომ ტურისტების ასეთ ინტერესს ღვინის დამზადების ტრადიციული, ქვევრის,  ტექნოლოგია იწვევს.

Image may contain: drink

სამომავლო გეგმებზე ბევრს არ გვესაუბრება, ამბობს მხოლოდ იმას, რომ  ახალ ბაზრებს აღარ ეძებს. ვინაიდან  სადაც არიან  ღვინო იქაც არ ყოფნით, თუმცა შესაძლოა წარმოება მცირე დოზით მაინც გაზარდოს.

დღესდღეობით „იაგოს ღვინო“ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გადის, მათ შორის ერთ-ერთი პირველი ექსპორტიორი იტალია იყო 2006 წელს. ძირითად ბაზრებსაც  სწორედ იტალია, საფრანგეთი, ინგლისი, ესპანეთი, დანია, იაპონია ავსტრალია და აშშ წარმოადგენენ.

ქართლში, ძველად არსებობდა ნაკლებად ცნობილი ხალხური სიმღერა, რომლის ტექტსშიც ასეთ სიტყვებს ვხვდებით: „ქვევრში ჩინური მისხია, კაათა მაქვს ცხოვრებაი“ ამ სიტყვებიდანავე ჩანს, რომ ქართლელი გლეხის ბედნიერების და კმაყოფილების საზომი  ჩინურის ღვინის ქონა-არქონა იყო.
ინტერვიუს ბოლოს მცირე დეგუსტაციის საშუალებაც მოგვეცა, ჩინური ეს არის მშრალი ღვინო, ჩინებული არომატით და საუცხოო შეფერილობით.

გუგა არჩვაძე, “საქართველოს უნივერსიტეტის” სტუდენტი

მასალა ქვეყნდებასაქართველოს უნივერსიტეტისადა BPI-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში

 

 

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …