Forbes-მა საქართველოში 10 ყველაზე ძვირადღირებული სასტუმრო ნომერი დაასახელა

თბილისი (BPI) – Forbes-მა საქართველოში ყველაზე ძვირადღირებული სასტუმრო ნომრები გამოავლინა. ამ მიზნით Forbes საქართველომ ქვეყანაში არსებული 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები გამოკითხა. როგორც აღმოჩნდა ზამთრის პერიოდშიც ყველაზე ძვირადღირებული ნომრები თბილისშია თავმოყრილი.

ყველაზე ძვირადღირებული სასტუმრო ნომრების ფასი ნაჩვენებია 5-6 იანვრის პერიოდისთვის. 1 ღამის ფასი მოცემულია დღგ-ს ჩათვლით, კურსით $1 = 2,66 ლარს.

1) Biltmore 

ფასი – 9945 ლარი 

ნომერი – როიალ სიუტი 

ფართობი – 220 კვ.მ 

მდებარეობა – თბილისი 

სერვისი: ნომერი სასტუმროს 32-ე სართულზე მდებარეობს. აერთიანებს 2 საძინებელს, აბაზანას ჯაკუზით, მისაღებ ოთახსა და სამუშაო სივრცეს. 


2) Hotels & Preference Hualing 

ფასი – 7300 ლარი 

ნომერი – პრემიერ სუიტი 

ფართობი – 159 კვ.მ 

მდებარეობა – თბილისი 

სერვისი: ნომერი სასტუმროს მეათე სართულზე მდებარეობს და მოიცავს მისაღებ ოთახს ბუხრით, საძინებელ ოთახს, საშხაპეს, საუნასა და ჯაკუზის. 


3) Ambassadori 

ფასი – 6136 ლარი 

ნომერი – როიალ სუიტი 

ფართობი – 420 კვ.მ. 

მდებარეობა – თბილისი 

სერვისი: ნომერი სასტუმროს მეხუთე სართულზეა განთავსებული და მასში ერთდროულად 7 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ნომრის დეკორაციები მას რენესანსის ეპოქის იერს აძლევს. 


4) Sheraton 

ფასი – 4640 ლარი 

ნომერი – პენტჰაუსი 

ფართობი – 303 კვ.მ 

მდებარეობა – ბათუმი 

სერვისი: სასტუმროს ბოლო სართული სრულად პენტჰაუსს უკავია, რომელიც აერთიანებს სამ საძინებელს, მისაღებ ოთახსა და სამზარეულოს. 


5) Marco Polo 

ფასი – 4550 ლარი 

ნომერი – საპრეზიდენტო სუიტი 

ფართობი – 80 კვ.მ 

მდებარეობა – გუდაური 

სერვისი: დუპლექსის ტიპის ნომერი აერთიანებს საძინებელ, მისაღებ და სააბაზანო ოთახებს. 


6) Radisson Blue 

ფასი – 4271 ლარი 

ნომერი – ბიზნესლუქსი 

ფართობი – 110 კვ.მ 

მდებარეობა – თბილისი 

სერვისი: ნომერი სასტუმროს მეთექვსმეტე სართულზეა განთავსებული. ის აერთიანებს როგორც საძინებელ, ასევე მისაღებ, საკონფერენციო ოთახსა და სამზარეულოს. 


7) Wyndham 

ფასი – 3900 ლარი 

ნომერი – საპრეზიდენტო სუიტი 

ფართობი – 200 კვ.მ. 

მდებარეობა – ბათუმი 

სერვისი: ნომერი მისაღებ, საძინებელ და სამზარეულო სივრცეს აერთიანებს. 


8) Marriott 

ფასი – 3281 ლარი 

ნომერი – საპრეზიდენტო 

ფართობი – 146 კვ.მ. 

მდებარეობა – თბილისი 

სერვისი: საპრეზიდენტო ნომერი სასტუმროს მეექვსე სართულზეა განთავსებული, ის აერთიანებს მისაღებ და საძინებელ ოთახს, ასევე ვერანდას. 


9) Borjomi Likani & Spa 

ფასი – 3120 ლარი 

ნომერი – საპრეზიდენტო 

ფართობი – 163 კვ.მ 

მდებარეობა – ბორჯომი 

სერვისი: ნომერი მისაღებთან და საძინებელთან ერთად აერთიანებს სამზარეულოს და ტერასას. ნომრის მომსახურებაში შედის სასტუმროს სპა სერვისებით ულიმიტო მომსახურება. 


10) Hilton 

ფასი – 3115 ლარი 

ნომერი – საპრეზიდენტო სუიტი 

ფართობი – 191 კვ.მ 

მდებარეობა – ბათუმი 

სერვისი: ნომერი სასტუმროს მეცხრამეტე სართულზეა განთავსებული. ის ორ საძინებელს, ორ სააბაზანოს, ტერსასა და სამზარეულოს აერთიანებს.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …