Fitch Ratings -მა GOGC-ს რეიტინგი გაუზარდა

თბილისი (BPI) – საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings -მა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ (GOGC – სნგკ) გრძელვადიანი რეიტინგი „BB-“-დან „BB“-მდე გააუმჯობესა, პერსპექტივა “სტაბილურით”.

Fitch Ratings-ი გარდაბანი-2 თბოსადგურის პროექტის მნიშვნელობაზე წერს. პროექტის დასრულება წლის მეოთხე კვარტალში იგეგმება. თბოსადგურიკი ექსპლუატაციაში წლის ბოლოსთვის გაეშვება, რაც საააგენტოს პროგნოზით მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კორპორაციის ფინანსურ მდგომარეობას და გაზრდის ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას. კორპორაციის მომგებიანობაზე სარეიტინგოს შეფასებით აგრეთვე დადებით გავლენას იქონიებს შაჰდენიზის მეორე ფაზის განხორციელების შედეგად გაზრდილი გაზის ტრანზიტი, რაც შესაბამისად ზრდის კორპორაციის მიერ კონსორციუმისგან შესყიდული გაზის მოცულობებს.

სარეიტინგო კომპანია იმედოვნებს, რომ კომპანია შეინარჩუნებს მსხვილ საკრედიტო მაჩვენებლებს 2018-2022 წლებში, რაზეც დადებით გავლენას მოახდენს გარდაბანი 2-ის თბოელექტროსადგურის  და მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტების დასრულება.

სნგკ აგრეთვე გეგმავს მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობას, რომლის სავარაუდო ღირებულება 250-270 მილიონი აშშ დოლარს შეადგენს.

კორპორაციის აქციების 100% სახელმწიფო საინვესტიციო კომპანია საპარტნიორო ფონდი ფლობს.

შემთხვევითი სიახლე

რაზე იმსჯელეს სემეკის საჯარო სხდომაზე

კომისიის საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც შეეხებოდა ელექტროენერგეტიკის სექტორის სხვადასხვა მარეგულირებელი აქტების …