Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე დატოვა, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა

თბილისი (BPI) – მიუხედავად იმისა, რომ სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4,6%-დან 4,3%-მდე შეამცირა.

სარეიტინგო კომპანია გამოწვევებსა და ძლიერ მხარეებზე საუბრობს:

დადებითად არის შეფასებული 2018 წელს ანგარიშის დეფიციტის 7.7%-მდე (8.8%-დან 2017 წელს) შემცირება. ვარაუდობს მის 2019-2021 წლებში 5.3%-მდე შემცირებას, რასაც ხელს დაგროვებითი საპენსიო სისტემა შეუწყობს.

2019-2021 წლებში წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საშუალოდ მშპ-ს 5.9% იქნება.

საერთაშორისო რეზერვების ზრდის ტენდენცია პოზიტიურად აისახება საგარეო მოწყვლადობის შემცირებაზე. საერთაშორისო რეზერვების დონე, მოსალოდნელია, რომ 2019 წლის ბოლოს 3.7 მლრდ. დოლარს მიაღწევს.

დადებითად არის შეფასებული საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერა და ფონდთან პროგრამის არსებობა; მიმზიდველი ბიზნეს გარემო და მმართველობის ხარისხი. პოზიტიურია ასევე საბანკო სექტორში არსებული მდგომარეობა; დოლარიზაციის შემცირების ტენდენცია.

გამოწვევებს შორისაა რუსეთის ავიასანქციები და ტურიზმიდან შემოსავლების კლება. მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებული პოლიტიკური რისკი და გაურკვევლობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გამო.

კაპიტალური ხარჯების ზრდა ხელს შეუწყობს 2020-2021 წლებში ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას 4.7%-მდე.

შემთხვევითი სიახლე

საწვავის იმპორტი მცირდება, უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანა კი რუსეთია

თბილისი (BPI) – საქართველოში საწვავის იმპორტი მცირდება. 2019 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანაში 676,8 ათასი ტონა ბენზინისა …