Fitch-ი რეზერვების შევსებას იწონებს

თბილისი (BPI) – Fitch-ის რეიტინგის მიხედვით, პოზიტიურად არის შეფასებული ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების შევსების პროცესი,-  სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა რეზერვების მნიშვნელობაზე განაცხადა, მაკროფინანსური სტაბილურობისთვის.


Fitch-ის რეიტინგის თანახმად, 2018 წელი გამოირჩეოდა სტაბილური ინფლაციური გარემოთი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის ადეკვატური მონეტარული პოლიტიკის შედეგია.

2018 წელს რეგიონში გაზრდილი ეკონომიკური ტურბულენტობის მიუხედავად, ეკონომიკური ზრდა შენარჩუნდა, რასაც თავის მხრივ, მოქნილი გაცვლითი კურსის რეჟიმმაც განაპირობა.

„ასეთი რეჟიმის უმთავრესი დადებითი მახასიათებლები ქვეყნის ეკონომიკაზე საგარეო შოკების ნეგატიური გავლენის შესუსტება, ქვეყნის ექსპორტის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება და, შედეგად, ეკონომიკის ავტომატური სტაბილიზატორის ფუნქციის შესრულებაა. ეს გასული პერიოდების კრიზისების დროსაც არაერთხელ დადასტურდა“, – განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

მისი განცხადებით, Fitch-ის მიერ რეიტინგის გაუმჯობესება მნიშვნელოვანი ინდიკატორია საქართველოს საინვესტიციო და ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესების მხრივ, რაც სტაბილური მაკროეკონომიკური და ფინანსური გარემოს შენარჩუნებით არის განპირობებული. 

შემთხვევითი სიახლე

სემეკის გადაწყვეტილებებით, 8 თვეში, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებზე 456 ათას ლარზე მეტი კომპენსაცია გაიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის(სემეკ) მიერ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში დადგენილი …