EBRD-ი თბილისისთვის დასუფთავების ტექნიკის შეძენას 9,3 მლნ ევროთი დააფინანსებს

თბილისი (BPI) – „თბილსერვის ჯგუფი“ 90 ერთეულამდე დასუფთავების ახალ სპეციალურ ტექნიკას შეიძენს. „თბილსერვისის ჯგუფის“ დირექტორმა
ლევან ჯღარკავამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, რომ დასუფთავების სპეცტექნიკის შეძენა იგეგმება როგორც ადგილობრივი ბიუჯეტით, ასევე ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან (EBRD) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების საფუძველზე.

EBRD-იმ ტექნიკის შესაძენად 9,3 მლნ ევრო გამოყო, ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი სპეცტექნიკის შესაძენად 7 მლნ ლარი გამოიყოფა.

ჯღარკავა ამბობს, რომ ქალაქი ნარჩენების მართვის ახალ მოდელზე გადადის, რაც გულისხმობს ნარჩენის სეპარირებას.

ადგილობრივი რესურსით უკვე გამოცხადებულია სატენდერო წინადადება. EBRD-ის ფარგლებში შესყიდვა 2019 წლის პირველ კვარტალში გამოცხადდება.

მთლიანობაში ქალაქი დაახლოებით 90 ერთეულ სპეციალური ტექნიკას შეიძენს.

შემთხვევითი სიახლე

რაზე იმსჯელეს სემეკის საჯარო სხდომაზე

კომისიის საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც შეეხებოდა ელექტროენერგეტიკის სექტორის სხვადასხვა მარეგულირებელი აქტების …