Dapp – თიბისი დაზღვევის აპლიკაცია, რომლითაც დამატებითი შემოსავლის მიღება შეგიძლია

თბილისი (BPI) – დაპი თიბისი დაზღვევის mobile აპლიკაციაა, მისი დახმარებით შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად გამოიმუშავო დამატებითი შემოსავალი.

როგორ მუშაობს

თუ შენს სამეგობროში ან სანაცნობოში ვინმეს მანქანის ან სახლის დაზღვევა სურს, dapp-ის დახმარებით შეგიძლია მისი საკონტაქტო ინფორმაცია თიბისი დაზღვევაში გააგზავნო.

უფრო კონკრეტულად

აპლიკაციაში უნდა შეიყვანო დაინტერესებული პირის ტელეფონის და პირადი ნომერი და მას თიბისი დაზღვევის მენეჯერები ავტომატურად დაუკავშირდებიან. Dapp-ის საშუალებით ასევე შეგიძლია, თვალი ადევნო შენ მიერ შევსებული საკონტაქტო პირის დაზღვევის მიმდინარე სტატუსს.

საიდან გადმოვწერო DAPP

აპლიკაციის გადმოწერა app/play store-დან არის შესაძლებელი.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანია ენერგეტიკოსებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანია ენერგეტიკოსებს პროფესიულ დღეს ულოცავს: „ენერგეტიკოსებს, …