Buta Airways თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირეს ზრდის

თბილისი (BPI) – აზერბაიჯანული ავიაკომპანია Buta Airways-ი თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენების სიხშირეს ზრდის.

ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, 15 ივნისიდან 15 სექტემბრამდე, ბაქო-თბილისი-ბაქოს საჰაერო ხაზზე ავიაკომპანია 5 სიხშირეს დაამატებს. ჯამში, ბაქოდან თბილისის მიმართულებით ფრენები კვირაში 19 სიხშირით შესრულდება (Buta Airways – 17 სიხშირე, Azerbaijan Airlines – 2 სიხშირე).

ფრენები Embraer E190, Airbus A319, Airbus A320 და Boeing B757 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას გაზრდილი სიხშირით რეგულარული რეისების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 13 ივნისს მიანიჭა.

Buta Airways-ი აზერბაიჯანული ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ის სტრუქტურის ქვეშ დაფუძნებული დაბალბიუჯეტიანი ავიაგადამზიდველია, რომელმაც ფუნქციონირება და თბილისის მიმართულებით საავიაციო მიმოსვლის განხორციელება 2017 წელს დაიწყო.

შემთხვევითი სიახლე

რაზე იმსჯელეს სემეკის საჯარო სხდომაზე

კომისიის საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც შეეხებოდა ელექტროენერგეტიკის სექტორის სხვადასხვა მარეგულირებელი აქტების …