Black Eyed Peas კონცერტისთვის – ბლექ სი არენა-ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისი ინიშნება

თბილისი (BPI) – ამერიკული  ჯგუფის  „Black Eyed Peas“  კონცერტზე დასწრების მსურველთათვის, 14; 15; 16 და 17 ივნისს თბილისიდან  დამატებითი მატარებლები იმოძრავებენ.

,,Black Sea Arena” სეზონის გახსნისთვის, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, აღნიშნული მიმართულებით ყველა ბილეთი გაიყიდა. ამიტომ,  „საქართველოს რკინიგზისა“ და „Black Sea Arena“ -ს გადაწყვეტილებით  სპეციალური რეისები დაინიშნა, რომლებიც მგზავრებს ორივე მიმართულებით გადაიყვანს.   

 მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით:

ამასთანავე, 17 ივნისს,  ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი #859 მატარებელი „Black Sea Arena“-ს ბაქანზე 01სთ. 25 წთ-ზე შევა და  10 წუთიანი გაჩერება ექნება.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია  Georgian Railway Tickets  და  Biletebi.ge  მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.

ბილეთები იყიდება  ასევე  ვებ გვერდებზე  (Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge) ; სწრაფი გადახდის აპარატებსა  და საბილეთო სალაროებში.

შემთხვევითი სიახლე

რაზე იმსჯელეს სემეკის საჯარო სხდომაზე

კომისიის საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც შეეხებოდა ელექტროენერგეტიკის სექტორის სხვადასხვა მარეგულირებელი აქტების …