Bibbirru მალე ფეხსაცმელების ხაზის გამოშვებას გეგმავს

თბილისი (BPI) – ახალი ქართული ბრენდი BIBBIRRU ფართოვდება. ბრენდი, რომელიც ჩანთებს აწარმოებს, მალე ბაზარზე ფეხსაცმელებისა და ტანსაცმელს გამოიტანს.

ბრენდი ბაზარზე მალე ფეხსაცმელების წარმოებასაც დაიწყებს.

ამ ეტაპზე BIBBIRRU მომხმარებელს ხელით დამუშავებულ, მაღალი ხარისხის ჩანთებს სთავაზობს. ბრენდის შემქმნელი ქრისტინე პახომოვა თავის შემოქმედებით ჯგუფთან ერთად ცდილობს საკუთარი გასხვავებული და საინტერესო დიზაინით, შექმნას მაღალი ხარისხის აქსესუარები არა მხოლოდ ქალებისთვის.

BIBBIRRU-ს დამოუკიდებელი ხაზი აქვს, მაგრამ ასევე თანამშრომლობს სხვადასხვა მასალაზე მომუშავე დიზაინერებთან. “ჯერჯერობით ჩვენი ბრენდი ბაზარზე სრულად არ არის  წარმოჩენილი“, – ამბობს ქრისტინე პახომოვა.

მისი თქმით, ისინი მუშაობენ ნატურალურ ტყავსა და ხის მასალაზე. დიზაინის ავტორები თავად არიან, თუმცა მომხმარებლის ინტერესიც გათვალისწინებული აქვთ. მათ შეუძლიათ ნებისმიერი დიზაინის შექმნა თუ ეს ტექნიკურადაა შესაძლებელი.

რაც შეეხება ბრენდის სახელს, „ ბრენდის სახელის შერჩევას განსაკუთრებით დიდი დრო დასჭირდა. “Bibbirru” შუმერული სიტყვაა და განიმარტება როგორც მზის სხივი, ბრწყინვალება“.

„მიუხედავად იმისა, რომ ბრენდის ჩანთები დიდი ზომით არ გამოირჩევა, ისინი საკმაოდ კომფორტული და რაც არუნდა გასაკვირი იყოს, ტევადიცაა, ერთი შეხედვით პატარა ზომა ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ ყოველდღიური გამოყენების თვალსაზრისით არაკომფორტულია. პირიქით, მასში შესაძლებელია პატარა საფულის, ტელეფონის,გასაღების და ა.შ მოთავსება“.

საქართველოში ხელნაკეთი ნივთები საკმაოდ პოპულარული გახდა, რაც  ბაზარზე მსგავსი პროდუქციის ზრდით არის განპირობებული. ამ მხრივ დიდია კონკურენციაც, თუმცა „ის რომ კონკურენცია მაღალია, არ გაძლევს მოდუნების საშუალებას და უწყვეტ რეჟიმში მუშაობ სიახლეებზე. ის, რომ ჩვენ ბევრნი ვართ, ნიშნავს იმას, რომ ბაზარზე მოთხოვნა არის – როგორც ამ ტიპის პროდუქციის, ასევე სიახლის. ძალიან კარგია, რომ ქართველი მომხმარებელი დაინტერესდა ქართული ნაწარმით. პროდუქციით, რომელზეც მწარმოებელი ხელით მუშაობს. ამისთვის განსაკუთრებული მადლობა, ალბათ პირველ გამბედავ მეწარმეს/დიზაინერს უნდა ვუთხრათ და ასევე ქართველ მომხმარებელს, რომელიც ამ შრომას აფასებს და განსხვავებულს ყოველთვის ადეკვატურად აფასებს“.

Bibbirru მაისის შუა რიცხვებში საკუთარი ფეხსაცმლის ხაზის პრეზენტაციას გეგმავს.

ავტორი: მარიამ ბენიძე

შემთხვევითი სიახლე

რაზე იმსჯელეს სემეკის საჯარო სხდომაზე

კომისიის საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც შეეხებოდა ელექტროენერგეტიკის სექტორის სხვადასხვა მარეგულირებელი აქტების …