წინ ევროპისკენ – საქართველოს 68 “ახალგაზრდა ევროპელი ელჩი” ჰყავს

თბილისი (BPI) – ახალგაზრდა ევროპელი ელჩები, ევროკავშირის ინიციატივაა ახალგაზრდობისთვის. ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ არაფორმალურ ღონისძიებაზე ევროკავშირის საქმიანობის შედეგები და შესაძლებლობები განიხილეს. წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის პროექტი და ინიციატივა, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს.

ინიციატივა „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ მიზანია თანამშომლობისა და მდგრადი კავშირების გაღრმავება, იდეებისა და ინფორმაციის გაცვლა ახალგაზრდებსა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის ევროკავშირის წევრ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა).

ყოველ წელს აგვისტოს ბოლოს ცხადდება კონკურსი და დაინტერესებულ ახალგაზრდას, რომელიც არის 16-25 წლის შეუძლია შეავსოს სააპლიკაციო ფორმა და გაიაროს კონკურსი. მაგალითად, საქართველოში, 2018 წლის კონკურსზე 68 ახალგაზრდა ევროპელი ელჩია და ჯამში 500-მდე, ექვსივე ქვეყანაში, პლიუს ევროკავშირში.

პროექტი 2016 წელს დაიწყო. ექვსივე ქვეყნის მაშტაბით 100 ახალგაზრდა იყო ჩართული, შემდეგ კი ეს რაოდენობა 200-მდე გაიზარდა. წელს კი უკვე 500-ს აღწევს. წინა წლის ელჩები დარჩნენ ინიციატივაში, თუმცა დარჩენა მოხალისეობრივია და ახალგაზრდა ელჩები მიიჩნევენ, რომ იღებენ მრავალმხრივ გამოცდილბას.

მარიამ ბიჭაძე ერთ-ერთი ქართველი “ახალგაზრდა ევროპელი ელჩია”. როგორც მარიამი ამბობს, პროექტის შესახებ  “ევროპელი ახალგაზრდა ელჩები” გაიგო “ersmus+”-ით, რომელიც ასევე ევროკავშირის დაფინანსებულია. “პროექტის დახმარებით გაცვლითი პროგრამით ვიყავი ფინეთში. გადავწყვიტე “erasmus+”- ის ფარგლებში დაგროვილი გამოცდილება გამეზიარებინა სხვებისთვის.  ბევრი ადამინი მწერდა უნივერსიტეტიდან და აინტერესებდათ ამ პროგრამის შესახებ ინფორმაცია. გადავწყვიტე მომეძიებინა ისეთი ქსელი, სადაც შემეძლებოდა ამ ინფორმაციის გავრცელება და მექნებოდა შესაძლებლობა, რაც შეიძლებოდა მეტ სტუდენტს შევხვედროდი. შემდგომ
საქართველოში ჩამოსვლისთანავე აპლიკაცია შევავსე და უკვე მეორე წელია, რაც ევროპელი ელჩის სტატუს ვატარებ და შევუერთდი ამ ჯგუფს. ჩვენი ძირითადი მოვალეობა და საქმიანობა საქართველოს მაშტაბით შეხვედრების ჩატარებაა ახალგაზრდებთან. ძირითადად ვავრცელებთ ინფორმაციას ევროკავშირის  შესასძლებლობებზე, მის ღირებულებებზე, იმ პროგრამებას და შესაძლებლობებზე, რაზეც ხელი მიუწვდებათ ქართველებს. ვცდილობთ რაც შეიძლება მრავალფეროვანი გახდეს  ჩვენი საქმიანობა და მხოლოდ პრეზენტაციებით არ შემოვიფარგლოთ. როცა ელჩი გავხდი გადავწყვიტეთ, რომ გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ისეთ ადგილს ვსტუმრებოდით ელჩების სტატუსით, რომლესაც სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ჭიათურა, სადაც საკმაოდ დაბინძურებული წყალისა და ჰაერის დაბინძურების შედეგად ჯანმრეთელობის რისკის ქვეშ დგას მოსახლეობის სიცოცხლე. გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ნეთვორქით ჩავსულიყავით ჭიათურაში და მაქსიმალურად გვეჩვენებინა  შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის. სკოლას ვესტუმრეთ და სკოლის მოსწავლებთან ერთად დავრგეთ ნერგები. მათზე თავად სკოლის მოსწავლები ზრუნავენ უკვე ერთი წელია. ამას გარდა  შემოვიერთეთ ახალგაზრდული გაერთიანებები, შევხვდით არასამთავრებო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომ გვეჩვენებინა ის ბერკეტები, რომელითაც ჭიათურის რეალობის გამოსწორება შეიძლება. ვმუშაობთ ისეთ თემატიკაზე როგორიცაა ქალების ჩართულობა და გააქტიურება სხვადასხვა საქმიანობაში. ცოტა ხნის წინ მარნეულში ვიყავით და შევხვდით  GIRL UP კლუბის წარმომადგენლებს, გვქონდა ვიზიტები ფერმერთა კლუბებში.

ესმა ბუნბერიძე ასევე ქართველი “ახალგაზრდა ევროპელი ელჩია”. მანაც პროგრამის შესახებ “ERASMUS +”-ით დახმარებით გავიგე.

“ერთ-ერთ პროექტში ვიყავი, ტრენინგს ვესწრებოდი, ახლაც ვინც არიან ახალგაზრდა ელჩები მათ ჩაატრეს პრეზენტაცია ახალგაზრდობისთვის, რომლიდანაც უფრო მეტი გავიგე ამ პროგრამის შესახებ. აპლიკაცია შევავსე და გავხდი “ახალგაზრდა ევროპელი ელჩი”. სრულიდან ახაგაზარდული და მოხალისეობრივ საწყისებზეა აგებული. ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ისიც არის, რომ სხვა ქვეყნების ახალგაზრდებსაც ვაცნობთ საქართველოს, ჩვენ ხედვას, გვაქვს შესაძლებლობა დავწეროთ გეგმები სხვადასხვა თემაზე. მაგალითად, მე ადამინთან უფლებების დღესთან დაკავშირებით დავწერე შშმ პირთა უფლებების შესახებ ბლოგი, საქართველოში არსებული ვითარებისა და მდგომარეობის  შესახებ. ასევე გვქონდა აღმოსავლეთპარტნიორობის დაარსებიდან მე-10 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიება ბრიუსელში, ამის შესახებაც გავაკეთეთ ერთობლივი ბლოგი მე და ერთ-ერთმა ელჩმა სომხეთიდან. ეს შესაძლებლობაა რომ ხდებოდეს ევროპელ ახალგაზრდა ელჩებთან საერთაშორისო დონეზე გაცვლა. თბილისში კი შევხვდით მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს და ახალგაზრდებს.  ჩავატარეთ სივისა და სამოტივაციო გეგმის შედგენის ტრენინგი და გასაუბრებაზე როგორ უნდა მოვიქცეთ. ისეთი უნარები, რაც ახალგაზრდებს ნებისმიერ სემთხვევაში დაჭირდებათ ცხვოვრებაში, ევროპელი ელჩებიც სულ რომ არ გახდნენ”.

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების კორდინატორი ნინო ტურიაშვილი საქართველოში, “ევროკავშრის აღმოსავლეთ სამოზებლოს” სამომავლო გეგმებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ იგეგმება თსითოეული ელჩის თავიანთ სკოლაში დაბრუნება და პრეზენტაციების გამართვა, რათა რაც შეიძლება მეტმა, იცოდეს ინფორმაცია პროგრამაზე და გაიგონ რა შესაძლებლობებს აძლევს ევროკავშირი ახალგაზრდებს.

“გადავწვიტეთ მოვიცვათ მთელი საქართველო. ჩვენ თანატოლებს თვითონ მივაწოდოთ ინფორმაცია სხვადახსვა საინტერესო გზით, სხვადასხვა აქტივობით თუ რა არის ევროკავშირი და რატომ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა. როგორ  აღმოაჩინოს ახალგაზრდამ მისი შესაძლებლობები, რასაც სთავაზობს ევროკავშირი მაგალოთად სხვადასხა გაცვლითი პროგრამები ევროპაში, რომელსაც სრულიად აფინანსებს ევროკავშირი. ან მაგალითად როგორ  მიიღოს სამუშაო გამოცდილება მოხალისეობით და საქართველოში ჩამოსვლისას  უკვე კარგი პროფესიული გამოცდილება ჰქონდეს”.

მაკა ქოჩლაძე, ნინო ცეცხლაძე – “საქართველოს უნივერსიტეტის” სტუდენტები

შემთხვევითი სიახლე

რაზე იმსჯელეს სემეკის საჯარო სხდომაზე

კომისიის საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც შეეხებოდა ელექტროენერგეტიკის სექტორის სხვადასხვა მარეგულირებელი აქტების …