”ფილიპ მორის საქართველო” 2019 წლის სერტიფიცირებულ საუკეთესო დამსაქმებლია

თბილისი (BPI) – კომპანია „ფილიპ მორის საქართველოს“ ოფიციალურად მიენიჭა 2019 წლის საუკეთესო დამსაქმებლის წოდება, რომელიც მას ადამიანთა რესურსების სფეროს სერტიფიცირების გლობალური და პრესტიჟული ორგანიზაციის Top Employers Institute-ის მიერ გადაეცა, თანამშრომელთათვის შესანიშნავი პირობების შექმნისათვის.

ორგანიზაციები, რომლებიც მოიპოვებენ საუკეთესო დამსაქმებლის წოდებას, დიდ ძალისხმევას უთმობენ საკუთარი თანამშრომლებისათვის სანიმუშო სამუშაო გარემოს შექმნას, რასაც ადამიანური რესურსებისადმი პროგრესული და თანამშრომლებზე ორიენტირებული მიდგომის (people-first) შედეგად აღწევენ.

აღნიშნული გლობალური სერტიფიცირების პროგრამის მეშვეობით, ხუთი კონტინენტის 118 ქვეყანაში, 1500-ზე მეტ კომპანიას მიენიჭა საუკეთესო დამსაქმებლის წოდება. საქართველოში მხოლოდ კიდევ ორმა კომპანიამ შეძლო ამ წოდების მოპოვება 2019 წელს. საერთაშორისო კორპორაცია „ფილიპ მორის ინტერნეიშენალი“ (PMI) ასევე იქნა სერტიფიცირებული, როგორც გლობალური მასშტაბის საუკეთესო დამსაქმებელი.

რას გულისხმობს საუკეთესო დამსაქმებლის წოდება

საუკეთესო დამსაქმებლები წარმოადგენენ უმაღლესი რანგის ორგანიზაციებს, რომელთაც თავდაუზოგავად იშრომეს საკუთარ თანამშრომლებთან ურთიერთობისა და ადამიანური რესურსების მართვის ინდივიდუალური სტრატეგიის შექმნის, დანერგვისა და განვითარებისათვის. ეს კომპანიები ქმნიან ბრწყინვალე გამოცდილებას სამუშაო ადგილების გარდაქმნის სტრატეგიული და კარგად გააზრებული პროგრამების დანერგვის მეშვეობით, რაც ქმნის ისეთ სამუშაო გარემოს, რომელიც აძლიერებს დასაქმებულებს  და მათ მუდმივი განვითარების საშუალებას აძლევს.

„ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ ფილიპ მორისი აღიარებულ იქნა 2019 წლის საუკეთესო დამსაქმებლად საქართველოში და რომ ეს ჯილდო დაემატა ჩვენი კომპანიის მიერ გლობალური მასშტაბის საუკეთესო დამსაქმებლის წოდების მოპოვებასაც. ჩვენს, როგორც კომპანიის საერთო ავკარგიანობას ჩვენივე თანამშრომლები განსაზღვრავენ. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, რათა შევქმნათ ღირსეული, ინკლუზიური, სამართლიანი და საქმიანი გარემო, სადაც ადამიანებს ექნებათ განვითარების, სწავლისა და საკუთარი თავის საუკეთესოდ წარმოჩენის შესაძლებლობა. კომპანია ფილიპ მორისში, თითოეული თანამშრომელი მოიაზრება როგორც წევრი საერთაშორისო საზოგადოებისა, რომელიც უზრუნველყოფს პიროვნული განვითარების შესაძლებლობებს და წაახალისებს თანამშრომლების ჩართულობასა და მათ მიერ პოზიტიური ცვლილებების მიღწევას. ეს მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც ვცდილობთ ფუნდამენტურად შევცვალოთ ჩვენი ინდუსტრია და  ამ პროცესში ჩვენი თანამშრომლების მონაწილეობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგანაც სწორედ ეს ფაქტორი განსაზღვრავს ამ ცვლილებების მიღწევას. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენი მიდგომა აღიარებულ იქნა Top Employer Institute-ის“ მიერ, – განაცხადა ხუან კარლოს ესკობარმა, საერთაშორისო კორპორაციის „ფილიპ მორის ინტერნეიშენალის“ კავკასიისა და მოლდოვას წარმომადგენლობის გენერალურმა მენეჯერმა.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …