ცხვრის რაოდენობა გაიზარდა, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა შემცირდა

თბილისი (BPI) – წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 874.8 ათასი სული შეადგინა, 3.8%-ით ნაკლები, ვიდრე 2017 წლისთვის.

“საქსტატის” მონაცემებით, რქოსანი პირუტყვის მთლიანი რაოდნეობიდან აქედან ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 438.6 ათასი სულით განისაზღვრა (-8.1%).

საანგარიშო პერიოდში ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა მხოლოდ 0.3%-ით მეტია და 909.4 ათას სულს აღწევს.

ღორის რაოდენობა 157.5 ათასი სული იყო, რაც 4.5%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

ფრინველის რაოდენობამ 7.9 მლნ. ფრთა შეადგინა, რაც 6.3%ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

შემთხვევითი სიახლე

რაზე იმსჯელეს სემეკის საჯარო სხდომაზე

კომისიის საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც შეეხებოდა ელექტროენერგეტიკის სექტორის სხვადასხვა მარეგულირებელი აქტების …