შსს-ში დასაქმების სანაცვლოდ ₾3500-ის აღებაზე ერთი პირი დააკავეს

თბილისი (BPI) – საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაუკავშირდა ერთ-ერთ მოქალაქეს, შევიდა მასთან ნდობაში და  დაარწმუნა, რომ სანაცნობო წრის მეშვეობით, 5 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, დაეხმარებოდა მას შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებაში.

ბრალდებული დააკავეს მოთხოვნილი თანხის ნაწილის – 3 500 ლარის აღების ფაქტზე.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

შემთხვევითი სიახლე

“არ ველოდებით, რომ მომხმარებელს ხარჯი მნიშვნელოვნად გაეზრდება” – დავით ნარმანია ირიგაციის სექტორში ტარიფების ცვლილებაზე

2024 წლიდან სემეკი მელიორაციის სექტორის რეგულირებას იწყებს. აღნიშნულ პროცესში სემეკის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია-მოვალეობა ტარიფების შემუშავების …