შსს: აქციის დაშლაში მხოლოდ სამინისტროს დანაყოფები მონაწილეობდნენ

თბილისი (BPI) – შსს 20-21 ივნისს პარლამენტის შენობასთან აქციის დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საპოლიციო ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები.

„სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელდა დეზინფორმაცია, რომ თითქოს აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა სამინისტროები ანდა მათი ქვედანაყოფები.

ამის ერთ-ერთი დადასტურებაა გავრცელებული ცრუ ინფორმაცია, რომ თითქოს ღონისძიებაში ჩართული იყო იუსტიციის სამინისტროს ე.წ. სპეცრაზმი. გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულებით, იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სპეციალური დანიშნულების ძალების სამმართველო 2019 წლის 14 თებერვლიდან გაუქმებულია. შესაბამისად, ამ ქვედანაყოფის საპოლიციო ღონისძიებაში მონაწილეობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

შემთხვევითი სიახლე

“არ ველოდებით, რომ მომხმარებელს ხარჯი მნიშვნელოვნად გაეზრდება” – დავით ნარმანია ირიგაციის სექტორში ტარიფების ცვლილებაზე

2024 წლიდან სემეკი მელიორაციის სექტორის რეგულირებას იწყებს. აღნიშნულ პროცესში სემეკის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია-მოვალეობა ტარიფების შემუშავების …