შემოსავლიან მსესხებელს სესხის აღება უმარტივდება

თბილისი (BPI)  – სებ-ის რეგულაციაში  ცვლილებების თანახმად,  გადახდისუნარიან მოსახლეობას  სესხის აღება გაუმარტივდება.

მაღალშემოსავლიან მსესხებლებთან პროცედურა  უფრო მოქნილი ხდება, მათთან მიმართებაში ბანკს საშუალება ექნება  მსესხებლის რისკიანობა შიდა პროცედურებით შეაფასოს.

სებ-ის ახლადგაცხადებული ცვლილებებით, მარტივდება შემოსავლების შესწავლის მეთოდები თვიდასაქმებული/დაქირავებით მომუშავე მსესხებლებისთვის, რომლებსაც არ უდასტურდებათ შემოსავალი საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვებით.  დამატებითი შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი არ მოეთხოვება.

გაიზარდა იპოთეკური სესხების ვადაც, ზოგიერთზე 15 წლიდან 20 წლამდე. შემსუბუქდა სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი.

მომხმარებლებს, რომელთაც შემოსავალი საზღვარგარეთიდან აქვთ, ბინის შეძენისას სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტზე მოთხოვნა უმსუბუქდებათ 60%-დან 70%-მდე.

„წესებზე დამყარებული მიდგომები იცვლება და პრინციპებზე დამყარებულ მიდგომებზე გადავდივართ. მაგალითად, თვითდასაქმებულებთან დაკავშირებით ბანკები  ჩვენ თვითონ განვსაზღვრავთ იმ ფორმულირებებს, თუ როგორ გავცეთ სესხები. რა თქმა უნდა, ამ პრინციპებს შევათანხმებთ ეროვნულ ბანკთან,“ – განაცხადა თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ

შემთხვევითი სიახლე

რაზე იმსჯელეს სემეკის საჯარო სხდომაზე

კომისიის საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც შეეხებოდა ელექტროენერგეტიკის სექტორის სხვადასხვა მარეგულირებელი აქტების …