ყველაზე ძვირადღირებულ თურქულ ბრენდად ისევ Turkish Airlines-ი დასახელდა

თბილისი (BPI) – ყველაზე ძვირადღირებულ თურქულ ბრენდად, გასული წლის მსგავსად ავიაკომპანია Turkish Airlines-ი (THY) დასახელდა. Brand Finance-სმონაცემებით, Turkish Airlines-ის ბრენდის ღირებულებამ 1.74 მლრდ დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ Brand Finance-მ ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების ТОР-100 უკვე მეთორმეტედ გამოაქვეყნა.

ყველაზე ძვირადღირებული თურქული ბრენდების რეიტინგში მეორე ადგილზეა Ziraat Bank-ი, რომლის ღირებულებამ 1,64 მლრდ დოლარი შეადგინა. მესამე ადგილზეა Garanti Bank-ი (1,344 მლრდ დოლარი), მეოთხეზე – Türk Telekom-ი (1,185 მლრდ დოლარი), ხოლო მეხუთეზე კი – Turkcell-ი (1,182 მლრდ დოლარი).

მაშ ასე, ყველაზე ძვირადღირებული ТОР-100 თურქული ბრენდების ღირებულება საერთო ჯამში 19.8 მლრდ დოლარს შეადგენს.

შემთხვევითი სიახლე

“არ ველოდებით, რომ მომხმარებელს ხარჯი მნიშვნელოვნად გაეზრდება” – დავით ნარმანია ირიგაციის სექტორში ტარიფების ცვლილებაზე

2024 წლიდან სემეკი მელიორაციის სექტორის რეგულირებას იწყებს. აღნიშნულ პროცესში სემეკის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია-მოვალეობა ტარიფების შემუშავების …