უცხოელები ქინძარაულს ირჩევენ

თბილისი (BPI) – ქართული ადგილწარმოშობის ღვინოებიდან ყველაზე მაღალი საექსპორტო მოთხოვნა „ქინძმარაულზეა.“

იანვარ-ივნისში უცხოეთის ბაზრებზე 7,3 მლნ ბოთლი „ქინძმარაული“ გავიდა , “მუკუზანი“ – 2,33 მლნ ბოთლი, „წინანდალი“ – 1,83 მლნ ბოთლი, „ახაშენი“ – 750 244 ბოთლი, „ხვანჭკარა“ – 480 890 ბოთლი.

ღვინის ექსპორტი 2019 წლის იანვარ-ივნისში 229-მა კომპანიამ განახორციელა. სულ მსოფლიოს 44 ქვეყანაში 40.5 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო გაიყიდა, 6%-ით მეტი, ვიდრე 2018 წლის ამავე პერიოდში.

შემთხვევითი სიახლე

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სკოლის მოსწავლეებისთვის ახალ პროექტს იწყებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი …