უმასპინძლებს თუ არა კალათბურთის 2021 წლის ევროპის ჩემპიონატს თბილისი 25 მაისს გაირკვევა

თბილისი (BPI) – იქნება თუ არა თბილისი კალათბურთის 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი 25 მაისს გაირკვევა.

მასპინძელი ქალაქის შერჩევის საკითხთან დაკავშირებით საქართველოში კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის ევროპის კომიტეტის (ფიბას) დელეგაცია იმყოფება. სტუმრები ახალი სპორტის სასახლის მშენებლობის საკითხს გაეცნენ. 

კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, საქართველოს შეტანილი აქვს განაცხადი, რომ 2021 წელს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს.

„მიმდინარე წლის 25 მაისს, ფიბა განიხილავს საკითხს, თუ რომელ ქალაქს მიანიჭოს უპირატესობა და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ევროპის ჩემპიონატს ვუმასპინძლოთ. ამ საკითხში მთავრობა აქტიურადაა ჩართული, კალათბურთის ფედერაციაც ამ მიმართულებით ინტენსიურად მუშაობს, გუნდიც ძალიან კარგი გვყავს. საქართველოში ყველას უყვარს კალათბურთი და, შესაბამისად, ყველასთვის სასიხარულო იქნება, რომ ევროპის ჩემპიონატი ჩვენთან ჩატარდეს“, – განაცხადა  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა.

შემთხვევითი სიახლე

რაზე იმსჯელეს სემეკის საჯარო სხდომაზე

კომისიის საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც შეეხებოდა ელექტროენერგეტიკის სექტორის სხვადასხვა მარეგულირებელი აქტების …