სიღნაღში მაღალპროდუქტიული პირუტყვით დაკომპლექტებული ფერმა ამოქმედდა

თბილისი (BPI) – ახალგაზრდა სიღნაღელმა ფერმერმა შოთა ბეგიაშვილმა ჰოლშტეინის ჯიშის 20 ძროხა ესტონეთიდან ჩამოიყვანა. ფერმერს სოფელ ძველ ანაგაში ფერმერს 800 კვადრატულ მეტრზე თანამედროვე ფერმა აქვს.

ბეგიაშვილი პირუტყვის სულადობის ეტაპობრივად, გაზრდას გეგმავს.

ფერმა დანიური დახმარების პროგრამის „ახალგაზრდა მეწარმე“ და შეღავათიანი აგროკრედიტის დახმარებით შექმნა. 

ფერმა რძის ჩაბარებას შემოდგომიდან დაიწყებს. „ახლა იმ კომპანიის მოძიების პროცესში ვარ ვისთანაც რძის ჩაბარებაზე ვითანამშრომლებ. ეს ამ ეტაპისთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა”, – ამბობს ბეგიაშვილი.

თანამედროვე ფერმის მუშაობის პრინციპების შესასწავლად შოთა ბეგიაშვილი ავსტრიაში მეცხოველეობის სფეროს შესახებ გამოფენაზე გაემგზავრება.

ფერემერი გეგმავს, რომ იქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება პირველ რიგში თავის ფერმაში დანერგოს და შემდეგ სხვა ფერმერებსაც გაუზიაროს, რადგან როგორც თვითონ ამბობს, მანაც თანამედროვე ფერმის შექმნა თავისი გამოცდილი მეგობრების კონსულტაციებისა და დახმარების შედეგად შეძლო.

შემთხვევითი სიახლე

რაზე იმსჯელეს სემეკის საჯარო სხდომაზე

კომისიის საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც შეეხებოდა ელექტროენერგეტიკის სექტორის სხვადასხვა მარეგულირებელი აქტების …