სესხის დაზღვევა უკვე ონლაინ არის შესაძლებელი

თბილისი (BPI) – თიბისი დაზღვევა მომხმარებელს ახალ პროდუქტს, სესხის შენატანის დაზღვევას სთავაზობს. სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში, კლიენტის სესხის შენატანს 6 თვის განმავლობაში თიბისი დაზღვევა გადაიხდის.

დაზღვევის შეძენა 4 ლარიდან არის შესაძლებელი და ის მაქსიმუმ 500-ლარიან ყოველთვიურ შენატანს დაფარავს. სესხის დასაზღვევად აუცილებელია, მომხმარებელი იყოს მინიმუმ 25 წლის და ბოლო 1 წლის მანძილზე ქონდეს უწყვეტი სამუშაო სტაჟი საქართველოში.

თიბისი დაზღვევაში სესხის შენატანის დაზღვევის , ისევე როგორც იპოთეკური, სამომხმარებლო, ავტოსესხისა და განვადების დაზღვევის შეძენა უკვე ონლაინ, თიბისი დაზღვევის ვებგვერდზე არის შესაძლებელი.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანია ენერგეტიკოსებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანია ენერგეტიკოსებს პროფესიულ დღეს ულოცავს: „ენერგეტიკოსებს, …