სებასტიან მოლინესი: საქართველოს რეფორმების პროგრამა შთამბეჭდავია

თბილისი (BPI) – შთამბეჭდავია იმ რეფორმების პროგრამა, რომელსაც საქართველო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ახორციელებს, – განაცხადა მსოფლიო ბანკის ახალმა რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინესმა ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან შეხვედრაზე.

მხარეებმა ისაუბრეს ინფრასტრუქტურის მიმართულებით მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარე პროექტებზე, ასევე, განიხილეს ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და განათლების კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმები.

აღინიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ 90 მილიონი ევროს ოდენობის ხელმოწერილი ხელშეკრულება „ინოვაციების, ინკლუზიური განათლებისა და ხარისხის“ პროექტის განსახორციელებლად ხელს შეუწყობს რეფორმის წარმატებით განხორციელებას.  აღნიშნული პროექტი სრულ შესაბამისობაში მოდის მსოფლიო ბანკის საქართველოსთან თანამშრომლობის 2019-2022 წლების სტრატეგიასთან და დაეხმარება საქართველოს მთავრობას 2018– 2023 წლების განათლების რეფორმის განხორციელებაში.

პოზიტიურად შეფასდა რეფორმების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და გამოითქვა იმედი, რომ თანამშრომლობა მსოფლიო ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება.

მსოფლიო ბანკი საქართველოში მიმდინარე რეფორმების აქტიური მხარდამჭერია. 25-წლიანი თანამშრომლობის განმავლობაში,მსოფლიო ბანკის ჯგუფმა ქვეყანაში, დაახლოებით, 4.3 მლრდ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა.

შემთხვევითი სიახლე

ნათია თურნავა ვაქცინის ბუსტერ-დოზით საწარმო “რუსთავის აზოტის” თანამშრომლებთან ერთად აიცრა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს კორონა-ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ-დოზით რუსთავის კლინიკაში, საწარმო „რუსთავის აზოტის“ …