საქართველო მწეველი ქვეყნების რეიტინგშია

თბილისი (BPI) – საქართველო მოხვდა იმ ქვეყნების რეიტინგში, სადაც მწეველთა რაოდენობა მაღალია მსოფლიოში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) – კვლევის მიხედვით, საქართველოში მოსახლეობის 33% მწეველია (მამაკაცებში მწეველია 57%). კვლევაში მითითებულია, რომ 13-15 წლის მოზარდებს შორის მწეველია 12,6%.

იქვე ნათქვამია, რომ საქართველოში 11,4 ათასი ადამიანის სიკვდილიანობა თამბაქოს მოხმარების მავნებლობას უკავშირდება. ასევე აღნიშნულია, რომ ქვეყანა ყოველწლიურად მშპ-ის 2,4%-ს კარგავს თამბაქოს დაავადებებისა და მავნებლობის მიყენების შედეგად.

საქართველომ 2017 წელს თამბაქოს კონტროლის ახალი კანონი მიიღო და 2018 წლის მაისიდან საჯარო დახურულ სივრცეში მოწევა აიკრძალა, მათ შორის, კაფეებში, ბარებსა და რესტორნებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში. კანონის თანახმად მოწევა დაშვებულია ბარებისა და რესტორნების ღია ვერანდებსა და ტერასებზე, სამორინეებსა და სიგარა-ბარებში.

კანონით ჯარიმდება საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებში, ლიფტში, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში (მიკროავტობუსებსა და ავტობუსებში).

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …