საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების SME მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსში ლიდერია

თბილისი (BPI) – საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსში ლიდერია. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ეგიდით ჩატარებული კვლევის თანახმად მომზადებულ რეიტინგში საქართველო პირველ პოზიციაზე დასახელდა. საქართველომ 12 ინდიკატორიდან 9 ინდიკატორში საუკეთესო შეფასება მიიღო. ამასთან, 2018 წლის რეიტინგთან შედარებით ქვეყნის შეფასება და სარეიტინგო ქულა 11 ინდიკატორში გაუმჯობესდა.

აღნიშნული ინფორმაცია გამოცხადდა OECD-ის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც საფრანგეთის ქალაქ პარიზში გაიმართა და მას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამთავრობო დელეგაციები დაესწრნენ. საქართველოს დელეგაციას წარმოადგენდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი.

საქართველო ლიდერია რეიტინგის შემდეგ 9 ინდიკატორში, როგორიცაა: მარეგულირებელი გარემო, სამეწარმეო გარემო, დამხმარე სერვისები მცირე და საშუალო საწარმოებისთვის და start-up-ებისთვის, სახელმწიფო შესყიდვები, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, სტანდარტები და ტექნიკური რეგულაციები, სამეწარმეო უნარები, ინოვაციები, მცირე და საშუალო საწარმოების ინტერნაციონალიზაცია.

აღნიშნული წარმატება, კიდევ ერთხელ ადასტურებს სახელმწიფო პოლიტიკის მართებულობას და ეფექტიანობას, რომ ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებას და შექმნას ყველაზე ხელსაყრელი ბიზნეს გარემო საქართველოს მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და საზოგადოების კეთილდღეობის ზრდის მიზნით.

შემთხვევითი სიახლე

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სკოლის მოსწავლეებისთვის ახალ პროექტს იწყებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი …