საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების TOP-20 იანვარ-მარტში

თბილისი (BPI) – ქართულ ეკონომიკაში უცხოელმა ინვესტორებმა 2019 წლის პირველ კვარტალში 281.1 მლნ დოლარის კაპიტალი დააბანდეს. ეს მაჩვენებელი წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 6.3%-ით ნაკლებია.

შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის “საქსტატი” მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულებას და რამდენიმე საწარმოს საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში გადასვლას ასახელებს. წამყვანი ინვესტორი ქვეყნების რეიტინგში ირლანდია ლიდერობს.

BPI-ს მიერ “საქსტატიდან” გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, TOP-20 უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების ნუსხა ასეთია.

აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი
შპს მაგთიკომი
შპს საქართველო-ურბან ენერჯი
შპს ყაზტრანსგაზ-თბილისი
სს თურქეთის ავიახაზების თბილისის ფილიალი
სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური
შპს ჯეოსთილი
სს RMG Copper
შპს ჯორჯიან მანგანეზი
შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია
შპს ტოიოტა კავკასია
შპს აი-ბი-ჯი ჰოლდინგ
შპს რუსთავის ფოლადი
შპს აიდიეს ბორჯომი საქართველო
შპს სითი ლოფთი
შპს მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია
შპს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი
ბი-ფი ჯგუფი

აღსანიშნავია, რომ კომპანიები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ISO 9001:2015 ხარისხის მართვის განახლებული სერტიფიკატი მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საქმიანობის ხარისხის მართვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა კვლავ …