საქართველოს ბაზარზე ავტონაწილების მწარმოებელი ფრანგული KLAXCAR გეგმავს

თბილისი (BPI) – საქართველოს ბაზარზე შემოსვლას ავტონაწილების მწარმოებელი ფრანგული კომპანია KLAXCAR  გეგმავს. 

ფრანგულ KLAXCAR-ს ბაზარზე თავის დამკვიდრებაში ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია EXPERTO დაეხმარება.

კომპანია KLAXCAR  დაარსების დღიდან (1994 წელი) მსოფლიოს 85 ქვეყანაში ახორციელებს ცნობილი საავტომობილო ბრენდების ნაწილების ექსპორტს. კომპანია TUV-ის სტანდარტის შესაბამისად აწარმოებს 36 სახეობის 7 ათასამდე ნაწილს, რომელთა შორისაა სამუხრუჭე, გაციებისა და ელექტრული სისტემების ნაწილები, ფილტრები, ნათურები  და სხვ. KLAXCAR-ის

კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, კავკასიის რეგიონი მათთვის აუთვისებელი და საკმაოდ მნიშვნელოვანი ბაზარია და ამ ბაზარზე შემოსვლა სასარგებლო და მნიშვნელოვანი იქნება როგორც კომპანიისათვის, ისე ამ რეგიონის მომხმარებლებისათვის.

ფრანგულ კომპანიას EXPERTO სომხეთის ბაზრის ათვისებაშიც ეხმარება. საქართველოდან  სტუმრები მეზობელ ქვეყანაში განაგრძობენ შეხვედრებს.   

შემთხვევითი სიახლე

რაზე იმსჯელეს სემეკის საჯარო სხდომაზე

კომისიის საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც შეეხებოდა ელექტროენერგეტიკის სექტორის სხვადასხვა მარეგულირებელი აქტების …