სასტუმროების ცნობილ ბრენდებს 5-ვარსკვლავიანი Le Méridien-ი შეემატება

თბილისი (BPI) – სასტუმროების ცნობილ ბრენდებს შავი ზღვის სანაპიროზე Marriot-ის ბრენდის
5-ვარსკვლავიანი Le Méridien-ის სასტუმრო დაემატება.

ორი ნაწილისგან შემდგარი “ბათუმი თაუერი“ ოფიციალურად 3 მარტს გაიხსნება.

205 მეტრის სიმაღლის „ბათუმი თაუერი“ ყველაზე მაღალი შენობაა კავკასიაში. პროექტის ერთი ნაწილი შედგება 35 სართულისგან და მოიცავს როგორც რეზიდენციებს ასევე სამორინეს. ბათუმი თაუერის 26-ე სართულზე დამონტაჟებულია პანორამული ბორბალი, ამავე სართულზე განთავსდება
ლაუნჯ რესტორანიც. კომპლექსი მდებარეობს ბათუმის ცენტრში, შავი ზღვის სანაპიროზე.

რაც შეეხება პროექტის მეორე ნაწილს, Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი Le Méridien-ის სასტუმრო, 105 ნომრით, ღია და დახურული აუზით, სპა და ფიტნეს ცენტრით, რამდენიმე რესტორნით, ლაუნჯითა და საკონფერენციო დარბაზებით უმასპინძლებს სტუმრებს 3 მარტიდან.

პროექტის ინტერიერის დიზაინის კონცეფციაზე იმუშავა ქართულმა კომპანია რუმსმა.

დეველოპერულმა კომპანია “რედკომ“ „ბათუმი თაუერის“ შენობა 25 მილიონ დოლარად შეიძინა. პროექტის ჯამური ღირებულება 80 მილიონი დოლარია.

Le Meridien-ის ბრენდი მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. რაც შეეხება Marriott-ს, მის ქსელში ამჟამად შედიან ისეთი ბრენდების სასტუმროები როგორებიცაა The Ritz-Carlton, St. Regis , JW Marriott, Ritz-Carlton Reserve, The Luxury Collection, W Hotels, EDITION, Le Meridien, Marriott Hotels, Sheraton.

შემთხვევითი სიახლე

რაზე იმსჯელეს სემეკის საჯარო სხდომაზე

კომისიის საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც შეეხებოდა ელექტროენერგეტიკის სექტორის სხვადასხვა მარეგულირებელი აქტების …