სამეგრელოში  46,600 ღერი უაქციზო თამბაქოს გადაზიდვის ფაქტი გამოვლინდა

თბილისი (BPI) – ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის  მონიტორინგის  სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლებმა,  ზუგდიდის რაიონ სოფელ რუხში გატარებული ღონისძიებების შედეგად, უაქციზო სიგარეტის (ჯამში, 46,600 ღერი) გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

შემთხვევითი სიახლე

“არ ველოდებით, რომ მომხმარებელს ხარჯი მნიშვნელოვნად გაეზრდება” – დავით ნარმანია ირიგაციის სექტორში ტარიფების ცვლილებაზე

2024 წლიდან სემეკი მელიორაციის სექტორის რეგულირებას იწყებს. აღნიშნულ პროცესში სემეკის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია-მოვალეობა ტარიფების შემუშავების …