სავაჭრო-სამრეწველო პალატის ბიზნესის კვლევების სახლი დისტნაციური სწავლების საკითხზე კვლევას იწყებს

თბილისი (BPI) – საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის დაფუძვნებული ,,ბიზნესის კვლევების სახლი“- დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით პირველი კვლევის ჩატარებას გეგმავს.

აღნიშნული თემის გარშემო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა და პალატის გენერალური დირექტორის მოადგილემ, მაგდა ბოლოთაშვილმა ექვს რეგიონულ უნივერსიტეტთან გამართულ, ონლაინ კონფერენციზე ისაუბრეს. ასევე, აკადემიურ პერსონალს გააცნეს ის კვლევის მოდელი, რომელიც ორგანიზაციამ შეიმუშავა.

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, დისტანციური სწავლება მეტ საკანონმდენლო რეგულირებას საჭიროებს, ვინაიდან ამ ეტაპზე არ არის სათანადოდ დარეგულირებელი და პირველადი დაკვირვებით სჯობს სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება ამ მხრივ.

,,ამას ემსახურება ჩვენს მიერ დაწყებული კვლევაც. მსგასი ფორმატის მიზანია გვქონდეს კომუნიკაცია უნივერსიტეტებთან. გავიგოთ უშუალოდ, თუ რა უშლით ხელს დისტანციური სწავლებისას და რა წინააღმდეგობებს აწყდებიან, რამდენად არის ეფექტური ამ სწავლების მეთოდით სარგებლობა. გარდა ამისა, მივიღოთ რჩევები და რეკომენდაციები მათგან, რომ ვიცოდეთ, რა მიმართულებით გაკეთდეს აქცენტები და რა იქნება უფრო ეფექტური საკითხის კვლევისას. გვინდა, რომ ხელი შეუწყოთ მეტი შემოსავლის მიიღებას ქვეყანაში განათლების მიმართულებით, მივიღოთ მეტი უცხოელი სტუდენტი და მეტი ადგილობრივი სტუდენტი ჩაერთოს დისტანციური სწავლებაში. ჰქონდეთ ახალგაზრდებს თავისუფალი და მოქნილი სასწავლო გარემო შესაბამისი განათლებისა და ცოდნის მისაღებად’’-განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

ონლაინ კონფერენციაში მონაწილეობა ბათუმის, ზუგდიდის, ქუთაისის, ახალციხის, გორისა და თელავის უმაღლეს სასწავლებლებმა მიიღეს.

,,ბიზნესის კვლევების სახლი“- შემდეგ შეხვედრას თბილისში მდებარე უნივერსიტეტებთან გეგმავს,რის შემდეგაც საკითხზე მუშაობას დაიწყებს.

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა. ღონისძიების ფარგლებში …