საბადურის ტყესთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე ₾4 მლნ დაიხარჯება

თბილისი (BPI) – საბადურის ტყესთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოეწყობაზე 4 მლნ ლარი დაიხარჯება.

ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით დაცული ტერიტორიების სააგენტომ 40 წლით სარგებლობის უფლებით გადაცემაზე აუქციონი უკვე გამოაცხადა.

აუქციონის პირობების თანახმად, აუქციონში გამარჯვებულმა 2 წელში ღამის გასათევი 60 კოტეჯი, საკონფერენციო სივრცე, კვების ობიექტები, გამაჯანსაღებელი კომპლექსი, ვიზიტორთა ცენტრი, საჯინიბო, ბავშვთა და მოზრდილთა გასართობ-დასასვენებელ ზონა უნდა მოწყოს.

დაგეგმილია ასევე სხვა დამხმარე ნაგებობების – სამზარეულოს, სამედიცინო პუნქტის, დაცვისა და თანამშრომლების განსათავსებელი – მოწყობაც.

აუქციონი თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ე.წ „საბადურის ტყის“ მიმდებარედ 37 793 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სარგებლობაში გადაცემაზე გამოცხადდა.

შემთხვევითი სიახლე

რაზე იმსჯელეს სემეკის საჯარო სხდომაზე

კომისიის საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც შეეხებოდა ელექტროენერგეტიკის სექტორის სხვადასხვა მარეგულირებელი აქტების …