რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის იმპორტი შეწყდა

თბილისი (BPI) – რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის იმპორტი შეწყდა. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ვებგვერდის მონაცემებით, რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდება აფხაზეთში აღარ ხდება. შესაბამისად, რეგიონი მთლიანად ენგურჰესზე გამომუშავებული ენერგიით მარაგდება.

რუსეთიდან ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება 27 თებერვალს დაიწყო. მანამდე კი, ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დაბალი დონის გამო, აფხაზეთს ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდებოდა.

ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, მარტში საქართველოში რუსეთიდან, ელექტროგადამცემი ხაზი „სალხინოს“ მეშვეობით, დაახლოებით 65 მილიონი კვტ.სთ ელექტროენერგია შემოვიდა.

1tv.ge

შემთხვევითი სიახლე

“არ ველოდებით, რომ მომხმარებელს ხარჯი მნიშვნელოვნად გაეზრდება” – დავით ნარმანია ირიგაციის სექტორში ტარიფების ცვლილებაზე

2024 წლიდან სემეკი მელიორაციის სექტორის რეგულირებას იწყებს. აღნიშნულ პროცესში სემეკის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია-მოვალეობა ტარიფების შემუშავების …