როგორია ოკაცეს ჩანჩქერზე ახალი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა

თბილისი (BPI) – ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლზე ახალი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო.

ბუნების ძეგლზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, მოეწყო ბილიკები და გადასახედი პლატფორმები. შედეგად, ბუნების ძეგლის მონახულება მეტად უსაფრთხო და კომფორტული გახდა.

ინფრასტრუქტურული პროექტი ბიუჯეტიდან 1,1 მლნ-ით დაფინანსდა.

ოკაცეს ჩანჩქერი, რომელიც ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კინჩხაში მდებარეობს, საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი ჩანჩქერი და დაცული ტერიტორიების გამორჩეული ბუნების ძეგლია.

ბუნების ძეგლი სამკასკადოვანია და მეორე ჩანჩქერის სიგრძე 70 მეტრს აღწევს.

ბუნების ძეგლზე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, ახალი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო, რომელიც მის მონახულებას უფრო უსაფრთხოს და კომფორტულს გახდის.

შემთხვევითი სიახლე

რაზე იმსჯელეს სემეკის საჯარო სხდომაზე

კომისიის საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც შეეხებოდა ელექტროენერგეტიკის სექტორის სხვადასხვა მარეგულირებელი აქტების …