რიჩარდ იუ: ჩვენი მაჩვენებლის გაუმჯობესება Fortune 500-ის სიაში, 2019 წლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატებაა

თბილისი (BPI) – კომპანია HUAWEI აგრძელებს წარმატების მრავალწლიან ისტორიას და Fortune 500-ის სიაში წლევანდელი შედეგი შარშანდელ მონაცემთან შედარებით, 11 ქულით,  ხოლო 2017 წელთან –  68 ქულით გააუმჯობესა და დაწინაურდა.

Fortune 500-ის სიაში კომპანიები ადგილებს შემოსავლებისა და მოგების მიხედვით იკავებენ. ამასთან, ყურადღება კომპანიის ზრდის მაჩვენებლებსაც ექცევა. ცნობილი კომპანიებისთვის Fortune 500-ის შეფასებები მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რომელსაც  საკუთარი ზომის, სიძლიერის და საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის შესაფასებლად და  გლობალური ეკონომიკის პარამეტრად იყენებენ.

HUAWEI-მ დამსახურებულად მოიპოვა ადგილი Fortune 500- ის სიაში, რადგან წლიდან წლამდე მისი შემოსავალი 22%-ით, ხოლო მოგება 27,5%-ით იზრდება. თუმცა, HUAWEI -ს მიზნები სცდება მომგებიანობას და ის სხვა მნიშვნელოვანი პარამეტრების გაუმჯობესებაზეც ზრუნავს.

„ჩვენი მაჩვენებლის  გაუმჯობესება Fortune 500-ის სიაში, მნიშვნელოვანი წარმატებაა“ –  განაცხადა HUAWEI -ის მომხმარებელთა ბიზნეს ჯგუფის  აღმასრულებელმა დირექტორმა, რიჩარდ იუ-მ.  „ჩვენ ორიენტირებულები ვართ, რომ  მომხმარებელს უახლესი და  ინოვაციური ტექნოლოგიები შევთავაზოთ, გავაუმჯობესოთ შედეგები და მივაღწიოთ წარმატებას“ – აღნიშნა მან.

წელს HUAWEI-მ BrandZ-ის ყოველწლიურ ყველაზე ძვირადღირებული გლობალური ბრენდების ტოპ 100-ეულში 47-ე ადგილი დაიკავა.  აღნიშნული  შედეგის მიღწევა კომპანიამ თავისი ინოვაციების საშუალებით შეძლო, როგორიცაა HUAWEI P30-ის უახლესი კამერის სისტემა და ასევე ის  უპრეცედენტო ტექნოლოგიური ინოვაციები, რომლებიც HUAWEI Mate X-ისა და Mate 20 X-ის (5G) მოდელებში გვხვდება.

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

შემთხვევითი სიახლე

რაზე იმსჯელეს სემეკის საჯარო სხდომაზე

კომისიის საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც შეეხებოდა ელექტროენერგეტიკის სექტორის სხვადასხვა მარეგულირებელი აქტების …