რა შემოსავალი მიიღეს წინასაარჩევნო რეკლამებიდან ტელევიზიებმა

თბილისი (BPI) – რამდენი დახარჯეს სატელევიზიო რეკლამებში საპრეზიდენტო კანდიდატებმა, მონაცმებს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია აქვეყნებს.

კომისიის მონაცემებით, 2018 წლის სატელევიზიო სარეკლამო შემოსავალმა 75,262,955 მლნ ლარი შეადგინა.  2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდში პირველ და მეორე ტურში სატელევიზიო კომპანიებში განთავსებული უფასო 1 პოლიტიკური რეკლამის მიახლოებითი სატელევიზიო ღირებულება 30 მილიონი ლარი იყო, ხოლო ფასიანი პოლიტიკური რეკლამის საერთო ღირებულებამ – 8 მილიონი ლარი შეადგინა. საარჩევნო სუბიექტების2 მიერ ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების საერთო ღირებულებამ ჯამში დაახლოებით – 38 მილიონი ლარი შეადგინა.

ორივე ტურის ფარგლებში ყველაზე მეტი უფასო პოლიტიკური რეკლამა გრიგოლ ვაშაძემ – განათავსა – 9,752,702 ლარი, დავით ბაქრაძემ – 5,032,654 ლარის, კახა კუკავამ – 3,768,919 ლარის, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა – 2,647,891 ლარის მიახლოებითი ღირებულების რეკლამა განათავსეს. რაც შეეხება ფასიან პოლიტიკურ რეკლამას, ორი ტურის ფარგლებში ყველაზე მეტი ფასიანი პოლიტიკური რეკლამა3 სალომე ზურაბიშვილმა განათავსა – 4,967,848 ლარი, გრიგოლ ვაშაძემ – 2,383,708 ლარის, ხოლო დავით ბაქრაძემ – 600,555 ლარის ღირებულების რეკლამა განათავსეს.

წინასაარჩევნო პერიოდში რუსთავი 2–ზე ჯამში ორივე ტურის ფარგლებში საარჩევნო სუბიექტების მიერ ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების საერთო ღირებულებამ – 9,174,146 ლარი შეადგინა. აქედან ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ღირებულებამ – 3,744,651 ლარი, ხოლო უფასო პოლიტიკურმა რეკლამამ – 5,429,495 ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ტელეიმედზე საარჩევნო სუბიექტების მიერ ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების საერთო ღირებულებამ – 7,042,253 ლარი შეადგინა. აქედან ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ღირებულებამ – 1,771,453 ლარი, ხოლო უფასო პოლიტიკურმა რეკლამამ – 5,270,800 ლარი შეადგინა.

რუსთავი 2–ზე ყველაზე მეტი ღირებულების რეკლამა გრიგოლ ვაშაძემ განათავსა – 4,589,869 ლარი, აქედან – 2,245,138 ლარი ფასიანი, ხოლო – 2,344,731 ლარი უფასო. დავით ბაქრაძემ ჯამში – 1,293,181 ლარის რეკლამა განათავსა, აქედან – 354,926 ლარი ფასიანი, ხოლო – 938,255 ლარი უფასო. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, რუსთავი 2–ზე ჯამში 1,229,971 ლარის ღირებულების რეკლამა განათავსა, აქედან – 1,090,012 ლარი ფასიანი, ხოლო – 139,959 ლარი უფასო. ტელეიმედზე ყველაზე მეტი ღირებულების რეკლამა სალომე ზურაბიშვილმა განათავსა – 2,003,803 ლარი, აქედან – 1,632,908 ლარი ფასიანი, ხოლო – 370,895 ლარი უფასო. დავით ბაქრაძემ ტელეიმედზე ჯამში – 1,273,317 ლარის ღირებულების რეკლამა განათავსა, აქედან – 138,545 ლარი ფასიანი, ხოლო – 1,134,772 ლარი უფასო. გრიგოლ ვაშაძეს ტელეიმედზე ფასიანი პოლიტიკური რეკლამები არ განუთავსებია, შესაბამისად უფასო პოლიტიკურმა რეკლამების მიახლოებულმა ღირებულებამ შეადგინა – 1,451,003 ლარი.

მეორე ტურში ფასიანი პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა ორმა საარჩევნო სუბიექტმა – სალომე ზურაბიშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ განათავსეს. აღსანიშნავია, რომ გრიგოლ ვაშაძეს მიერ მეორე ტურში ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსება მხოლოდ რუსთავი 2–ის ეთერში განხორციელდა, რომლის საერთო ღირებულებაც – 1,060,017 ლარი იყო. შესაბამისად, გრიგოლ ვაშაძეს მეორე ტურის ფარგლებში ფასიანი პოლიტიკური რეკლამა არცერთ სხვა ტელე-მაუწყებელში არ განუთავსებია.

სალომე ზურაბიშვილის მიერ რუსთავი 2-ზე მეორე ტურში განთავსებული ფასიანი რეკლამის ღირებულებამ – 454,286 ლარი შეადგინა, ხოლო ტელეიმედზე განთავსებული ფასიანი რეკლამის ღირებულება – 730,445 ლარი იყო. ტელეიმედის და რუსთავი 2-ის მიღმა მეორე ტურის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილმა ფასიანი პოლიტიკური რეკლამა შემდეგ სამაუწყებლო არხებზე განათავსა: ტვ პირველი, მაესტრო, GDS, კავკასია, ტელეკომპანია დია, გურია, გურჯაანი, ოდიში, რიონი, თრიალეთი, ობიექტივი, ქვემო ქართლი, ტვ 25, პალიტრა News, მარნეული ტვ, ფარვანა, AGTV, თანამგზავრი, ტოკ ტვ, მეცხრე ტალღა, რომლის ჯამური ღირებულება – 1,195,916 ლარი იყო.

შემთხვევითი სიახლე

რაზე იმსჯელეს სემეკის საჯარო სხდომაზე

კომისიის საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც შეეხებოდა ელექტროენერგეტიკის სექტორის სხვადასხვა მარეგულირებელი აქტების …