რაჭის პოპულარიზაციისთვის კამპანია იწყება

თბილისი (BPI) – რაჭის პოპულარიზაციის გაზრდისა და შიდა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია კამპანიას იწყებს.

პროექტის მიზანია რაჭის ცნობადობის გაზრდა და თითოეული სოფლის პოპულარიზაცია, რაც გამოიწვევს დამთვალიერებელთა მეტ ინტერესს და ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას.

პროექტის ,,გაიცანი რაჭა უფრო კარგად” ფარგლებში იგეგმება საინფორმაციო ვებგვერდის შექმნა, მოეწყობა მცირე ტურები, გაიმართება ღონისძიებები, განთავსდება საინტერესო ინფორმაცია, ფოტო და ვიდეო მასალა, რაც დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს უკეთ გაიცნონ რაჭული კულტურა, ტრადიციები, სტუმარ-მასპინძლობის წესები, რაჭული სამზარეულო, საოჯახო მარნები, ისტორიულ-კულტურული ძეგლები, საინტერესო ადამიანები.

ადგილობრივი მთავრობა მიმართავს საზოგადოებას აქტიურად ჩაერთოს კამპანიაში და მოუწოდებს მიაწოდოს საინტერესო ამბები (ფაქტები, თქმულებები, ისტორიები, ლეგენდები, ,,რაჭული მარგალიტები“ ), რომლებიც უკავშირდება რაჭას, რაჭველებს, თითოეულ სოფელს, ისტორიულ–კულტურულ ძეგლებს, კოლორიტულ პიროვნებებს..

შემთხვევითი სიახლე

რაზე იმსჯელეს სემეკის საჯარო სხდომაზე

კომისიის საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც შეეხებოდა ელექტროენერგეტიკის სექტორის სხვადასხვა მარეგულირებელი აქტების …