მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე რეგისტრაცია ელექტრონულად ხდება შესაძლებელი

თბილისი (BPI) – მაისიდან, მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე რეგისტრაცია შსს-ს მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე, ან სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით იქნება შესაძლებელი.

შსს-ში მიიჩნევენ, რომ ახალი სერვისი მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე რეგისტრაციას უფრო მოქნილს ხდის – მოქალაქეები შეძლებენ თავად აირჩიონ რეგისტრაციის სასურველი ფორმა და წინასწარ, სახლიდან გაუსვლელად დაგეგმონ გამოცდის ადგილი, თარიღი და დრო.

ელექტრონული რეგისტრაციის მსურველი პირები შეძლებენ სააგენტოს ვებ-გვერდ sa.gov.ge -ზე შეავსონ ელექტრონული განაცხადი, აირჩიონ სასურველი დრო და ქალაქი და გადაიხადონ სერვისის საფასური.

ონლაინ დარეგისტრირებული პირი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, თეორიულ გამოცდაზე მინიმუმ 10 წუთით ადრე უნდა გამოცხადდეს. მოქალაქემ სააგენტოში უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა და საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (მოკლე ტექსტური შეტყობინება – SMS, ან ელექტრონული ქვითარი).

შემთხვევითი სიახლე

“არ ველოდებით, რომ მომხმარებელს ხარჯი მნიშვნელოვნად გაეზრდება” – დავით ნარმანია ირიგაციის სექტორში ტარიფების ცვლილებაზე

2024 წლიდან სემეკი მელიორაციის სექტორის რეგულირებას იწყებს. აღნიშნულ პროცესში სემეკის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია-მოვალეობა ტარიფების შემუშავების …