კუს ტბის ასასვლელი გზის რეაბილიტაცია იწყება

თბილისი (BPI) – კუს ტბაზე ასასვლელი გზის რეაბილიტაციას იწყებს.

„ვიწყებთ კუს ტბაზე ასასვლელი გზის სრულ რეაბილიტაციას. ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს ამ გზით, განსაკუთრებით გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ბევრი ადამიანი ამოდის დასასვენებლად და გვინდა, რომ ყველაფერი მოვაწესრიგოთ. გზა მძიმე მდგომარეობაში იყო იმ თვალსაზრისით, რომ სანიაღვრე სისტემა საერთოდ არ არსებობდა, მოშლილი იყო. ასევე, ამ პროექტით ფარგლებში შეიცვლება გარეგანათების ბოძები. არის კონკრეტული გზის კონკრეტული მონაკვეთები ამოსასვლელში, სადაც მიწა არის დაძრული და მოხდება გამაგრება. დღე და ღამის განმავლობაში იქნება სამუშაოები, რომ სწრაფად დავამთავროთ“, – განაცხადა კახა კალაძემ მოსამზდებელი სამუშაოების დათვალიერებისას.

სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება სამ კილომეტრიან გზას, ასფალტის საფარი მოეწყობა 20 000 მ²-ზე და შეიცვლება გარეგანათების ქსელი. სარეაბილიტაციო პროექტისთვის 2.5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. სამუშაოებს მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს “ჯი არ ჯი” აწარმოებს.

 

შემთხვევითი სიახლე

ნათია თურნავა ვაქცინის ბუსტერ-დოზით საწარმო “რუსთავის აზოტის” თანამშრომლებთან ერთად აიცრა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს კორონა-ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ-დოზით რუსთავის კლინიკაში, საწარმო „რუსთავის აზოტის“ …