კობა გვენეტაძე: ₾200 000-იანი ზღვარის შემსუბუქებას შესაძლოა, უფრო ცუდი შედეგები მოჰყვეს

თბილისი (BPI) – არ ვარ წინააღმდეგო სესხებზე 200 000 ლარიანი ზღვარი არსებობდეს, – ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა „ბიზნესპარტნიორის ოთხეულში“ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ეს რეგულაცია ცენტრალურ ბანკს არ შემოუღია და არც მისი ინიციატორი არ ყოფილა, რადგანაც სებ-ს კანონის ინიცირების უფლება არ აქვს.

კობა გვენეტაძე ამბობს, რომ 200 000 –  ლარიანი ზღვარის არსებობა მთავრობის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებაა, თუმცა, ამ ცვლილებას არც სებ-ი ეწინააღმდეგება.

„მე ნამდვილად არ ვარ წინააღმდეგი ეს 200 000 ლარიანი ზღვარი არსებობდეს. არ ვარ წინააღმდეგი იმიტომ რომ მაშინ როდესაც რთული ვითარებაა და დოლარის სესხები პრობლემას ქმნიან, ამ დროს  ამის შემსუბუქებას კიდევ უფრო ცუდი შედეგები მოჰყვება“, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

მან უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნების შემცირების ინიციატორებსაც უპასუხა, თქვა, რომ ახლა არჩევანია გასაკეთებელი „დღევანდელი კვერცხი გვირჩევნია, თუ ხვალინდელი ქათამი“.

„თუ პირველი მიდგომა გვინდა შეგვიძლია ეს გავაკეთოთ (დავწიოთ სარეზერვო მოთხოვნა) მოკლევადიან პერიოდში, თუმცა ეს უფრო მეტ პრობლემას შექმნის. დღეს გაცემული 100 დოლარის სესხი, ხვალ, დაახლოებით, 105- 106 დოლარს მოითხოვს, ანუ დაწოლა ვალუტის მოთხოვნაზე კიდევ უფრო გაიზრდება. დღეს თუ გვინდა ეს გადავაგოროთ, მაგრამ ხვალ პრობლემა გაგვიჩნდეს,  მაშინ ამ მიმართულებით უნდა წავიდეთ“,  – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა. ღონისძიების ფარგლებში …