კვიპროსმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა

თბილისი (BPI) – კვიპროსმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა, – კვიპროსის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განკარგულება ამასთან დაკავშირებით უკვე გამოსცა.

ევროკავშირის/შენგენის სივრცეში კვიპროსი მე-13 ქვეყანაა, რომელმაც საქართველოსთან მიმართებით ეს გადაწყვეტილება მიიღო (საქართველო უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების სიაში შეყვანილი ჰყავს ბულგარეთს, საფრანგეთს, ლიხტენშტაინს, ავსტრიას, ბელგიას, ნიდერლანდებს, ისლანდიას, ლუქსემბურგს, ირლანდიას, ესტონეთს, დანიასა და ჩეხეთს).

უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების ოფიციალური სია მხოლოდ ევროკავშირის/შენგენის 20 წევრ-სახელმწიფოს გააჩნია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, კვიპროსის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარების შედეგად, საქართველოს მოქალაქეების თავშესაფრის განაცხადების განსახილველად გამოყენებული იქნება დაჩქარებული პროცედურა, რაც განაცხადის განხილვის ვადას საგრძნობლად შეამცირებს.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …