კახა ბექაური კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ მეორედ აირჩიეს

თბილისი (BPI) – კომუნიკაციების კომისიის წევრებმა კახი ბექაური კომისიის თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს. ბექაური კომისიას მომდევნო სამი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

კომისიაში ჩატარებული არჩევნების შედეგად, კახა ბექაური კომისიის წევრების მიერ ერთხმად აირჩიეს. კომისიის თავმჯდომარის არჩევნები 2020 წლის 3 თებერვალს ჩატარდა, დღეს გამართულ სხდომაზე კი, კომისიის წევრებმა არჩევნების შედეგები დაამტკიცეს.

პარლამენტმა კახა ბექაური კომისიის წევრად, ექვსი წლის ვადით, 11 დეკემბერს მეორედ აირჩია.

კახა ბექაური 2014 წლიდან კომუნიკაციების კომისიის წევრია, ხოლო 2017 წლიდან ის კომისიის თავმჯდომარის პოზიციას იკავებს.

შემთხვევითი სიახლე

ნათია თურნავა ვაქცინის ბუსტერ-დოზით საწარმო “რუსთავის აზოტის” თანამშრომლებთან ერთად აიცრა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს კორონა-ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ-დოზით რუსთავის კლინიკაში, საწარმო „რუსთავის აზოტის“ …